Page 37 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 37

36  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               ზეა   დამოკიდებული.    ევროკავშირის    საბჭოს   მუშაობის
               თავისებურებების   გაცნობა    დაგვანახებს,  თუ   როგორია
               ევროკავშირის   საბჭოს   ფორმატებში   ევროკავშირის   წევრ
               სახელმწიფოთა    „ხმის  წონა“   და   მათ   შორის   „ძალთა
               ბალანსი“ კენჭისყრის დროს, ასევე, რა უპირატესობებს
               აძლევს ევროკავშირის სახელმწიფოებს ისეთი ეროვნული
               სახელმწიფოებრივი მახასიათებლები როგორიცაა, მაგალითად,
               მოსახლეობის რაოდენობა.


               ევროკავშირის საბჭოს კონფიგურაციები

               ევროკავშირის საბჭო არის ევროკავშირის წევრი ქვეყნების
               დარგობრივი მინისტრების შეხვედრების ფორმატი. ევრო-
               კავშირის საბჭო შეიძლება შეიკრიბოს საგარეო საქმეთა,
               ენერგეტიკის, სოფლის მეურნეობის, ან სხვა დარგობრივი
               მინისტრების ფორმატით.

                   ევროკავშირის საბჭოს ერთ-ერთ კონფიგურაციას წარმო-
               ადგენს, ე. წ. ზოგად საკითხთა საბჭო (General Affairs Council),
               რომელსაც გააჩნია ისეთი თემების განხილვის უფლებამოსილება
               როგორიცაა    ევროკავშირის    გაფართოება,    ევროკავშირში
               გაწევრიანების  მოლაპარაკებების    დაწყება,  ევროკავშირის
               ბიუჯეტის დამტკიცება და კორექტირება, ა.შ. ზოგად საკითხთა
               საბჭოში, როგორც წესი, მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი
               ქვეყნების  ევროპულ  საქმეთა  მინისტრები  (European  affairs
               ministers).
                   ევროკავშირის საბჭოს კიდევ ერთი კონფიგურაციის - საგარეო
               საქმეთა მინისტრების საბჭოს - სხდომებს თავმჯდომარეობს
               საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში
               ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი (High representative
               of the EU for Foreign Affairs and Security Policy), მაშინ,
               როდესაც  ევროკავშირის  საბჭოს  სხვა  დარგობრივ  სხდომებს
               თავმჯდომარეობს  ევროკავშირის  თავმჯდომარე  (presidency)
               ქვეყნის შესაბამისი მინისტრი. აქვე აღვნიშნოთ ისიც, რომ
               ევროკავშირის წევრი ქვეყნები ევროკავშირს 6-თვიანი ვადით,
   32   33   34   35   36   37   38   39   40   41   42