Page 35 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 35
34 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ინფორმაცია, ისევე, როგორც მათი სამდივნოების სტრუქტურა და
იქ მომუშავე ოფიციალური პირების საკონტაქტო ინფორმაცია,
ხელმისაწმდომია ევროპარლამენტის ოფიციალურ ინტერნეტ-
მისამართზე: http://www.europarl.europa.eu.
ევროპარლამენტის გადაწყვეტილების
ფორმირების პროცესი
როგორც ეროვნულ პარლამენტებში ხდება, ევროპარლამენტის
მიერ საკითხის დასამტკიცებლად, ეს საკითხი თავდაპირველად
შესაბამისმა კომიტეტმა უნდა განიხილოს და მხარი დაუჭიროს.
ვინაიდან ევროკავშირის არაწევრ ქვეყნებთან დაკავშირებული
თემები საგარეო ურთიერთობების სფეროს მიეკუთვნება,
მაგალითად, საქართველოსთან დაკავშირებულ საკითხებს,
ძირითადად (შესაძლოა, სხვა დარგობრივ კომიტეტთან ერთად),
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი
იხილავს.
ევროპარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუ-
ფები, კენჭისყრაზე დასაყენებელ სხვადასხვა საკითხთან დაკავ-
შირებით, შიდაპარტიული კონსულტაციების გზით, აყალიბებენ
ერთიან პოზიციებს . შესაბამისად, სწორედ ამ პოლიტიკური
ჯგუფების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, მოიპოვებს
ესა თუ ის საკითხი ევროპარლამენტის მხარდაჭერას თუ არა ჯერ
საკომიტეტო მოსმენაზე, ხოლო შემდეგ, პლენარულ სესიაზე.
განმარტება: ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე
კვორუმის არსებობას დეპუტატთა საერთო რაოდენობის
ერთი მესამედის დასწრება ესაჭიროება. კომიტეტის
შემთხვევაში ეს რიცხვი კომიტეტის წევრთა საერთო
რაოდენობის ერთ მეოთხედს წარმოადგენს. როგორც
ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე, ისე კომიტეტის
სხდომაზე გადაწყვეტილების მიღება, განსაკუთრებულ
შემთხვევათა გარდა (მაგალითად, შესწორება ევროკავშირის
ბიუჯეტში), სხდომაში მონაწილეთა ე.წ. უბრალო
უმრავლესობით (50% +1 ხმა) ხდება - Parliament shall decide