Page 34 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 34

33



            ევროპარლამენტის პოლიტიკური ჯგუფი შეიძლება შექმნას, მინიმუმ
            23-მა ევროპარლამენტარმა, რომლებიც არჩეული არიან ევროკავშირის
            წევრი ქვეყნების რაოდენობის, მინიმუმ ერთი-მეოთხედიდან,
            ანუ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ამჟამინდელი რაოდენობის
            გათვალისწინებით (27), 7 ქვეყნიდან).
                ევროპარლამენტის     თითოეული      პოლიტიკური    ჯგუფი
            შედგება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოქმედი, მსგავსი
            პოლიტიკური პლატფორმისა და მიზნების მქონე ეროვნული
            პარტიების   წარმომადგენლებისგან     -  ევროპის   სახალხო
            პარტიის პოლიტიკური ჯგუფის წევრები არიან ევროკავშირის
            წევრ ქვეყნებში მოქმედი მემარჯვენე-ცენტრისტული პარტიები,
            სოციალ-დემოკრატების  პოლიტიკურ  ჯგუფში  გაწევრიანებულია
            ევროკავშირის ქვეყნებში მოქმედი მემარცხენე-სოციალისტური
            პროფილის     პარტიები.   ანალოგიური    პრინციპით    არიან
            დაკომპლექტებული ევროპარლამენტში წარმოდგენილი სხვა
            პოლიტიკური ჯგუფებიც.

                განმარტება:  ევროპის  პოლიტიკურ  ჯგუფებს  პარტნიორი
                პარტიები საქართველოშიც ჰყავთ: პარტია „ქართული
                ოცნება“, დამკვირვებლის სტატუსით, ევროპელი სოციალ-
                დემოკრატების პროგრესული ალიანსის პარტნიორი იყო 2023
                წლამდე, პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და
                „ევროპული საქართველო“, ასევე დამკვირვებლის სტატუსით
                , ევროპის სახალხო პარტიის პარტნიორები, პარტიები
                „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებლი“, „დროა“, „გირჩი-მეტი
                თავისუფლება“, „რესპუბლიკური პარტია“ და „თავისუფალი
                დემოკრატები“   -   ევროპის    ლიბერალ-დემოკრატიული
                ალიანსის პარტნიორები და სხვა.

                ევროპარლამენტში მოქმედ თითოეულ პოლიტიკურ ჯგუფს
            აქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული პარტიული სტრუქტურა და
            ადმინისტრაციული  სამდივნო.  სამდივნოები  უზრუნველყოფენ
            პოლიტიკური  ჯგუფების  გამართულად  ფუნქციონირებას  და
            ევროპარლამენტის  კანონშემოქმედებით  პროცესში  ეფექტიან
            მონაწილეობას. ხსენებული პოლიტიკური ჯგუფების შესახებ
   29   30   31   32   33   34   35   36   37   38   39