Page 33 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 33

32  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



                   ევროპარლამენტში სადეპუტატო მანდატების განაწილე-
               ბა საინტერესო პრინციპს ემყარება: ევროკავშირის ხელ-
               შეკრულებების  შესაბამისად,  ევროპარლამენტის  მანდატები
               ევროკავშირის   წევრ   ქვეყნებზე  გადანაწილებულია    მათი
               მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით - თითოეული ქვეყნიდან
               მაქსიმუმ 96 და მინიმუმ 6 დეპუტატი. გერმანიის ფედერაციული
               რესპუბლიკიდან, რომლის მოსახლეობა 80 მილიონზე მეტია, 96
               დეპუტატია  წარმოდგენილი, რუმინეთიდან  (დაახლოებით, 20
               მილიონი მოსახლე) - 33, ხოლო მალტადან, რომლის მოსახლეობა
               დაახლოებით 550 000-ს შეადგენს - 6.
                   მიუხედავად   ზემოაღნიშნული     ეროვნული    კვოტებისა,
               ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპარლამენტში არ ჰყავთ,
               ეროვნული დეპუტაციები და ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის
               დეპუტატები ევროპარლამენტის პოლიტიკურ ჯგუფებში არიან
               გაერთიანებული.

                   2024-2029 წლების მოწვევის ევროპარლამენტში 8 საერთო-
               ევროპული  პოლიტიკური  ჯგუფია.  მათ  შორის  უმსხვილესია
               ქრისტიან-დემოკრატიული      ევროპის    სახალხო     პარტია
               (The  Group of the European People’s Party) - 188 მანდატი,
               სოციალ-დემოკრატების პროგრესული ალიანსი (The Group of
               progressive alliance of Socialists and Democrats) – 136 მანდატი,
               ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკოსების ჯგუფი  - პატრიოტები
               ევროპისთვის (PfE) - 84 მანდატი, მემარჯვენე, ევროსკეპტიკოსების
               ჯგუფი - ევროპელი კონსერვატორები და რეფორმისტები (ECR)
               - 78 მანდატი, პროევროპული ლიბერალური ჯგუფი - განაახლეთ
               ევროპა (Renew Europe) - 77 მანდატი, გარემოსდაცვითი და
               რეგიონალურ  საკითხებზე  ორიენტირებული  ჯგუფი მწვანეები/
               ევროპის  თავისუფალი  ალიანსი  -  (Greens/EFA)  -  53  მანდატი,
               ულტრა მემარცხენე პარტია - მემარცხენეები (GUE/NGL) - 46
               მანდატი და კიდევ ერთი ულტრამემარჯვენე, ევროსკეპტიკური
               პარტია სუვერენული ერების ევროპა - (ESN) 25 მანდატი. ასევე არის
               ევროპარლამენტის  32  წევრი,  რომლებიც  არცერთ  პოლიტიკურ
               ჯგუფს  არ   მიეკუთვნებიან.  განმარტება:  ევროპარლამენტის
               განაწესში (Rules of Procedure) შესული ცვლილებების შესაბამისად,
   28   29   30   31   32   33   34   35   36   37   38