Page 31 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 31
30 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
საკუთარი დიპლომატიური წარმომადგენლობა, რომელსაც
ევროკავშირის შესაბამისი ელჩი ხელმძღვანელობს. 2009
წლის 1 დეკემბრამდე ამ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს
ეწოდებოდათ ევროკომისიის დელეგაციები. საქართველოში
ევროკომისიის დელეგაცია 1995 წელს გაიხსნა.
ევროპული პარლამენტი
ევროპარლამენტი ევროკავშირის მოქალაქეების წარმომადგენ-
ლობითი საკანონმდებლო ინსტიტუტია და ევროპის პოლიტიკურ
ჯგუფებს შორის ევროკავშირის სხვადასხვა საკითხზე დისკუსიის
ასპარეზია.
ბრიუსელში განთავსებული ევროპარლამენტის შენობების
ერთობლიობა, რომელსაც Espace Leopold-ს უწოდებენ, საკმაოდ
მასშტაბურ არქიტექტურულ კომპლექსს წარმოადგენს და
დიდ შთაბეჭდილებას ახდენს მნახველზე. შენობაში შესული
პირი აუცილებლად მიაქცევს ყურადღებას ევროპარლამენტის
დეპუტატების, ადმინისტრაციული და მომსახურე პერსონალის,
ჟურნალისტების, უბრალო მოქალაქეების სიმრავლეს.
განმარტება: ევროპარლამენტის კომიტეტების სხდომები
ბრიუსელში იმართება, პლენარული სესიები კი - ქ. სტრას-
ბურგში. ევროპარლამენტის ბრიუსელის კომპლექსში,
საკომიტეტო შეხვედრებისთვის განკუთვნილი დარბაზების,
ოფიციალური შეხვედრების ოთახების, სტუმრების მოსაც-
დელი სექციების გარდა, განთავსებულია საგამოფენო და
სხვადასხვა სახის ღონისძიების გასამართი სივრცეები,
ასევე, ბანკების ფილიალები, კაფეები, რამდენიმე მაღაზია
და თმის სტილისტის მომსახურებაც კი.
ლისაბონის ხელშეკრულებამ ევროპარლამენტის უფლება-
მოსილება მნიშვნელოვნად გააფართოვა და მისი საკანონმდებლო
ძალაუფლება დამატებით გაავრცელა 40-ზე მეტ სექტორზე, მათ
შორის, ისეთ სფეროებზე, როგორიცაა სოფლის მეურნეობა,
ევროკავშირის პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობა,