Page 30 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 30
29
გზით ამტკიცებენ ევროკავშირის საბჭოსა და ევროპარლამენტში
გასაგზავნ საკანონმდებლო დოკუმენტს.
თუ როგორი ინიციატივების შემუშავების უფლებამოსილება
გააჩნია ევროკომისიას, საქართველოსთან დაკავშირებულ
რამდენიმე კონკრეტულ მაგალითზე განვიხილოთ: 2003 წელს
ქართულ მხარესა და ევროკომისიის სოფლის მეურნეობის
გენერალური დირექტორატის ადმინისტრატორებს შორის
(ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების შესახებ ევროკავშირის
რეგულაციების ექსპერტები) ინტენსიური კონსულტაციების
შედეგად, ევროკომისიის მიერ ინიცირებულ იქნა ევროკავშირის
მიერ ქართული ღვინის აღიარების პროცესი (recognition of the
Georgian wine by the European Union). შედეგად, 2004 წლიდან,
ღვინო წარმოადგენს პირველ ქართულ პროდუქტს, რომლის
ევროკავშირში ექსპორტი შესაძლებელი გახდა ლეგალურად,
ყოველგვარი რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.
ასევე, 2003 წელს ევროკომისიამ შეიმუშავა ევროკავშირის
სამეზობლო პოლიტიკის (European Neighborhood Policy) პირველი
მიდგომები. ამ პოლიტიკის შემდგომმა განვითარებამ 2009
წელს საფუძველი ჩაუყარა აღმოსავლეთ პარტნიორობის
ინიციატივას (Eastern Partnership Initiative), რომლის ფარგლებშიც
საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმდა ასოცირების
შეთანხმება, დაიწყო ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა და
საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესდა უვიზო მიმოსვლა
შენგენის ზონის ქვეყნებში.
სწორედ ევროკომისიის 2022 წლის 17 ივნისისა და 2023
წლის 8 ნოემბრის რეკომენდაციები გახდა საქართველოსთვის,
შესაბამისად, ევროკავშირის პოტენციური კანდიდატისა და
ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსების მინიჭების
საფუძველი - ევროკავშირის წევრობის პოტენციური კანდიდატის
სტატუსი საქართველოს 2022 წლის 24 ივნისს, ხოლო ევროკავშირის
წევრობის კანდიდატის სტატუსი 2023 წლის დეკემბერში მიენიჭა.
განმარტება: 2009 წლის 1 დეკემბრიდან (ლისაბონის
ხელშეკრულების ძალაში შესვლის შემდეგ) ევროკავშირს
130-ზე მეტ ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოშიც აქვს