Page 29 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 29
28 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ოფისი განთავსებულია იმავე შენობაში, რომელშიც
ევროპული საგარეო ქმედების სამსახური (EEAS), რაც ხაზს
უსვამს ამ ორი სტრუქტურის მჭიდრო თანამშრომლობას.
FPI პასუხისმგებელია ისეთ სფეროებზე, როგორიცაა
ევროკავშირის ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების
პოლიტიკა - Common Foreign and Security Policy (CFSP) (მათ
შორის, ევროკავშირის მიერ საერთაშორისო სანქციების
დაწესების საკითხი), უსაფრთხოებისა და მშვიდობის
განმტკიცება პარტნიორ ქვეყნებში (Instrument contributing
to Stability and Peace (IcSP)), არჩევნებზე სადამკვირვებლო
მისიების გაგზავნა და სხვა. DG NEAR ევროკავშირის
სამეზობლოსა და ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
მონაწილე ქვეყნებთან ურთიერთობების საკითხებზე
მუშაობს.
ევროკომისიის მიერ გადაწყვეტილების
მიღების პროცესი
ევროკომისიის მიერ მისაღები გადაწყვეტილების მიმართ
ჩვენი ინტერესი, ბუნებრივია, უკავშირდება იმ საკანონმდებლო
ინიციატივებს, რომლებსაც ევროკომისია ევროკავშირის საბჭოსა
და ევროპარლამენტს დასამტკიცებლად უგზავნის.
ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივების შემუშა-
ვებაში ჩართულია ევროკომისიის ზემოთ აღწერილი ყველა
კომპეტენტური ქვედანაყოფი. თავად პროცესი შემდეგნაირად
მიმდინარეობს: მას შემდეგ, რაც საკანონმდებლო ინიციატივის
პროექტი შესაბამისი გენერალური დირექტორატის მიერ
მომზადდება, დოკუმენტი ეგზავნება ყველა შესაბამის
კომპეტენტურ სამსახურს თანხმობის მისაღებად. საკანონმდებლო
ინიციატივის საბოლოო ტექსტის დამტკიცება შესაძლებელია
ყოველკვირეულ შეხვედრაზე, რომელზეც ევროკომისრები
დისკუსიის გზით (oral procedure) შეაჯერებენ პოზიციებს. არსებობს
მეორე პროცედურაც, როდესაც ევროკომისრები საკუთარ
პოზიციებს წერილობით წარადგენენ (written procedure) და ამ