Page 28 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 28
27
განყოფილებები. ევროკომისიის ქვედანაყოფები, როგორც
წესი, რეგიონული ნიშნის მიხედვით არიან ორგანიზებული.
მაგალითად, სოფლის მეურნეობის გენერალურ დირექტორატში
არსებობს საერთაშორისო ურთიერთობების დირექტორატი D1,
რომლის ერთ-ერთი ქვედანაყოფია ევროკავშირის სამეზობლოსა
და ევროკავშირის გაფართოების ქვეყნების სამმართველო
(Neighbourhood and enlargement). ეს სამმართველო მუშაობს
ჩვენი რეგიონის ქვეყნებთან, მათ შორის, საქართველოსთან
დაკავშირებულ საკითხებზეც. აღნიშნული გენერალური
დირექტორატის საშტატო ორგანოგრამაზე მითითებულია ყველა
ქვედანაყოფის შესაბამისი პასუხისმგებელი პირების ვინაობა და
საკონტაქტო ინფორმაცია.
ორგანიზაციული თვალსაზრისით, ერთგვარ გამონაკლისს
წარმოადგენს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკა, რომლის
განხორციელებაში ჩართულია როგორც ევროკომისია, ისე
2010 წლიდან ამოქმედებული ევროპული საგარეო ქმედების
11
სამსახური - European External Action Service (EEAS) .
განმარტება: ევროპული საგარეო ქმედების სამსახურის
(EEAS) შექმნას ითვალისწინებს ზემოთ უკვე ნახსენები
ლისაბონის ხელშეკრულება. 2010 წლიდან აღნიშნულმა
სამსახურმა ჩაანაცვლა ევროკომისიის საგარეო ურთი-
ერთობათა გენერალური დირექტორატი - DG RELEX და ეს
სტრუქტურა გააერთიანა ევროკავშირის საბჭოს საგარეო
ურთიერთობების სამსახურთან. ამის მიუხედავად,
ევროკომისიამ მნიშვნელოვანწილად შეინარჩუნა
ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ავტონომიურად
წარმოების მექანიზმები ახალი ქვედანაყოფების: საგარეო
პოლიტიკის ინსტრუმენტების სამსახურის (Foreign Policy
Instruments Service (FPI)) და ევროკავშირის სამეზობლოსა
და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექ-
ტორატის (Directorate-General for Neighbourhood and
Enlargement Negotiations (DG NEAR)) მეშვეობით.
საგარეო პოლიტიკის ინსტრუმენტების სამსახურის (FPI)
11 European External Action Service (EEAS);
https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage_en