Page 27 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 27
26 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
განმარტება: ევროკომისია ასევე პასუხისმგებელია
ევროკავშირის გაადაწყვეტილებების აღსრულების მო-
ნიტორინგზე. როგორც საერთაშორისო ასპარეზზე,
ისე ევროკავშირის შიდა საკითხების განხილვისას,
ევროკომისია წარმოადგენს ევროკავშირს, როგორც ერთიან
სამართლებრივ სუბიექტს. მაგალითად, ევროკომისია, ევრო-
კავშირის სახელით, აწარმოებს საერთაშორისო სავაჭრო
მოლაპარაკებებს.
ევროკომისიის მიერ წარდგენილი ინიციატივის პირ-
ველწყარო შეიძლება იყოს ევროკავშირის წევრი ქვეყანა,
ევროპარლამენტის რომელიმე პოლიტიკური ჯგუფი, ევრო-
კავშირის სასამართლო, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მოქალაქეები.
განმარტება: ევროპის მოქალაქეთა ინიციატივა
(The European Citizen’s Initiative) არის ინსტრუმენტი,
რომლის საშუალებითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების
მოქალაქეები შეიძლება გახდნენ საკანონმდებლო ცვლი-
ლების ინიციატორები, თუ ამ ცვლილებას ევროკავშირის
ერთი მილიონი მოქალაქე დაუჭერს მხარს. ამ მიზნით
შექმნილ სპეციალურ პორტალზე - https://ec.europa.eu/
citizens-initiative/public/welcome ინიციატივის მხარდაჭერა
ხმის ელექტრონულად მიცემით არის შესაძლებელი.
საქმისწარმოება ევროკომისიაში
როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროკომისია სხვადასხვა დარგობრივი
გენერალური დირექტორატების, დირექტორატებისა და
სამსახურებისგან შედგება. ევროკომისიის სტრუქტურული
ორგანოგრამა საჯაროა და ხელმისაწვდომია ევროკომისიის
ოფიციალურ ინტერნეტ-მისამართზე: https://ec.europa.eu/info/
departments_en.
გენერალურ დირექტორატებს დაქვემდებარებული
ქვედანაყოფებია: დირექტორატები, სამმართველოები და