Page 26 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 26

25








             როგორ იღებენ გადაწყვეტილებას თავად
             როგორ იღებენ გადაწყვეტილებას თავად
             ევროკავშირის ინსტიტუტები?
             ევროკავშირის ინსტიტუტები?
            წინამდებარე    თავში   განხილული    იქნება   ევროკავშირის
            გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართული ინსტიტუტების
            თავისებურებები, რაც საშუალებას მოგვცემს, გავიაზროთ,
            თუ როგორ ფორმირდება თავად ევროკავშირის ხსენებული
            ინსტიტუტების პოზიციები.

                ამგვარი ანალიზი ასევე ცხადს გახდის ევროკავშირის
            ინსტიტუტებს    შორის   კომპეტენციათა   გამიჯვნის   მოქმედ
            წესს,  ასევე,  წარმოაჩენს    ევროკავშირის    ინსტიტუტებში
            სუპრანაციონალური და ნაციონალური  ელემენტების ურთი-
            ერთბალანისას და სინერგიის მაგალითებს.

            ევროკომისია

            ევროკომისია წარმოადგენს ევროკავშირის აღმასრულებელ
            ინსტიტუტს,    რომელიც,    როგორც    ფუნქციონალური,     ისე
            ადმინისტრირების თვალსაზრისით, სტანდარტული „მინისტრთა
            კაბინეტის“ მსგავსია. ამ „კაბინეტში“ ევროკომისიის პრეზიდენტი
            ასრულებს „პრემიერ-მინისტრის“ როლს, 26 ევროკომისარი კი
            (ევროკავშირის წევრი ყველა დანარჩენი ქვეყნიდან თითო) -
            სხვადასხვა „დარგობრივი  მინისტრის“  ფუნქციას, რომელთა
            ხელმძღვანელობითაც  ფუნქციონირებს,  დარგობრივი  სამი-
            ნისტროების სტანდარტული სტრუქტურის პრინციპით ორგანიზე-
            ბული, გენერალური დირექტორატები, დირექტორატები და
            დაქვემდებარებული სამსახურები.
                ევროკავშირის    ინსტიტუტებს     შორის    ევროკომისიას
            გამოარჩევს  მისი ექსკლუზიური უფლებამოსილება,  მოახდინოს
            ახალი საკანონმდებლო ცვლილებისა და ახალი პოლიტიკის
            ინიცირება.
   21   22   23   24   25   26   27   28   29   30   31