Page 25 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 25
24 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
აღნიშნული პროცედურის მიხედვით ევროკომისიის
მიერ ინიცირებულ საკითხს ამ ორივე ინსტიტუტმა უნდა
დაუჭიროს მხარი: ევროკომისიის საკანონმდებლო ინიციატივას
თავდაპირველად ამტკიცებს ევროკავშირის საბჭო, რის შემდეგაც
ინიციატივა ევროპარლამენტს ეგზავნება დასამტკიცებლად.
შედეგად, ამ პროცესში ევროკავშირის სამი ინსტიტუტის -
ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო -
როლი ნათლად იკვეთება.
განმარტება: გადაწყვეტილებების მიღების ჩვეულებრივი
საკანონმდებლო პროცედურის გარდა, ევროკავშირში ასევე
მოქმედებს გადაწყვეტილებების მიღების სპეციალური
პროცედურა (special procedure ), რომლის მიხედვითაც
10
ევროკომისიის მიერ ინიცირებულ საკითხს მხოლოდ
ევროკავშირის საბჭო ამტკიცებს. სპეციალური პროცედურის
გამოყენების შემთხვევაში, ევროპარლამენტს მხოლოდ
საკონსულტაციო ფუნქცია გააჩნია და ვერ ზემოქმედებს
გადაწყვეტილების დამტკიცებაზე. სპეციალური პროცედურა
მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში გამოიყენება.
საგულისხმოა, რომ ამგვარ განსაკუთრებულ შემთხვევებს
განეკუთვნება, მაგალითად, ევროკავშირში ახალი წევრების
მიღების საკითხი.
ამდენად, ევროკავშირის შვიდი მოქმედი ინსტიტუტიდან
სამი: ევროკომისია, ევროკავშირის საბჭო/ევროპული საბჭო
და ევროპარლამენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებების
დამტკიცებაში უშუალოდ მონაწილეობს. შესაბამისად, მათ
პოზიციებზეა დამოკიდებული ევროკავშირის ფარგლებში ინი-
ცირებული საკითხის დამტკიცება. ევროკავშირის დანარჩენი
ინსტიტუტები, მიუხედავად ევროკავშირის ფუნქციონირებაში მათი
მნიშვნელოვანი როლისა, ევროკავშირის გადაწყვეტილებების
ფორმირეაბში პირდაპირ ჩართული არ არიან, ევროკავშირის
გადაწყვეტილებებს კი ევროკავშირის დოკუმენტები: „რეგულაცია“,
„დირექტივა“ და „გადაწყვეტილება“ გამოხატავენ.
10 https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=LEGISSUM%3Aai0016