Page 24 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 24
23
საბჭო, ევროპული კომისია (ევროკომისია), ევროკავშირის
სასამართლო, ევროპული ცენტრალური ბანკი, ევროკავშირის
აუდიტორთა საბჭო.
ევროკავშირის სასამართლო (Court of Justice of the European
Union), მონიტორინგს უწევს ევროკავშირის წევრ ქვეყნებში
ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულებას, ხოლო ევრო-
კავშირის აუდიტორთა საბჭო (European Court of Auditors) აკონ-
ტროლებს ევროკავშირის ფინანსების მიზნობრივ ხარჯვას.
ევროპული ცენტრალური ბანკი ახორციელებს ევროკავშირის
მონეტარულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს ფულადი ერთეული
„ევროს“ სტაბილურობას.
წინამდებარე პუბლიკაციაში ევროკავშირის ზემოხსენებული
სამი ინსტიტუტი მოკლედ არის განხილული (ევროკავშირის
სასამართლო დეტალურად იქნება განხილული ევროკავშირის
კანონმდებლობისადმი მიძღვნილ თავში), რადგან, როგორც
ქვემოთ იქნება განმარტებული, ისინი უშუალოდ არ მონა-
წილეობენ ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების სტან-
დარტულ პროცედურებში. მათგან განსხვავებით ევროკავშირის
ინსტიტუტები: ევროკომისია, ევროპარლამენტი და ევროკავში-
რის საბჭო - უშუალოდ არიან ჩართული ევროკავშირის
კანონმდებლობის დამტკიცების, ასევე სხვადასხვა პოლიტიკის
ინიცირება-დამტკიცება-აღსრულებასთან დაკავშირებული გადა-
წყვეტილებების მიღებაში.
ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების
პროცედურები
ძირთად პროცედურას, რომლითაც მიიღება, ევროკავშირის
გადაწყვეტილებების დიდი უმრავლესობა - 85%ზე მეტი,
წარმოადგენს ე.წ. ჩვეულებრივი საკანონმდებლო პროცედურა
(ordinary legislative procedure ) . მარტივი სახით იგი შემდეგნაირად
9
შეიძლება აღიწეროს: ევროკომისიის მიერ ინიცირებულ საკითხს
ევროპარლამენტი და ევროკავშირის საბჭო ერთობლივად
ამტკიცებენ.
9 https://www.consilium.europa.eu/en/council-eu/decision-making/ordinary-legislative-
procedure/