Page 23 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 23

22  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



                   ანგარიშგასაწევი პოლიტიკური წონა აქვთ და ხსენებული
                   ქვეყნები მათ გამოყენებას მუდმივად ცდილობენ მნიშ-
                   ვნელოვანი  საკითხების  ევროკავშირის  სხვადასხვა  ინს-
                   ტიტუტში  ლობირების  მიზნით,  ასევე,  ევროკავშირის
                   ქვეყნებთან ორმხრივ ურთიერთობაში და შიდაპოლიტიკურ
                   პროცესებშიც კი, მაგალითად, საქართველოში მიმდინარე
                   პოლიტკურ  დისკუსიებში  ხშირად  მოისმენთ  მინიშნებას
                   ევროპარლამენტის რომელიმე რეზოლუციაზე.

                   შეჯამების სახით, შეიძლება ითქვას, რომ „რეგულაცია“,
               „დირექტივა“ და „გადაწყვეტილება“ გახლავთ ევროკავშირის
               დოკუმენტები, რომლებიც შეიძლება ჩაითვალოს ევროკავშირის
               გადაწყვეტილებებად და, რომლებიც სამართლებრივ ვალდე-
               ბულებას აკისრებენ ამ დოკუმენტების ადრესატ მხარეებს.
                   ზემოთ მოყვანილი განმარტებები იძლევა შესაძლებლობას,
               ევროკავშირის ფარგლებში დამტკიცებული რომელიმე დოკუ-
               მენტის განხილვისას, მკაფიოდ გაიმიჯნოს, წარმოადგენს თუ არა
               აღნიშნული დოკუმენტი ევროკავშირის გადაწყვეტილებას.

                   ამ კონტექსტში, ბუნებრივია, მკითხველისთვის საინტერესოა
               მიიღოს ცოდნა ევროკავშირის იმ პროცედურების შესახებ,
               რომელთა მეშვეობითაც ეს გადაწყვეტილებები მიიღება. ამ გზით
               შესაძლებელია როგორც ევროკავშირის გადაწყვეტილებების
               მიღების უნიკალური მექანიზმის თავისებურებების, ისე ამ
               მექანიზმში ჩართული ევროკავშირის ინსტიტუტების როლისა და
               უფლებამოსილების სისტემური გააზრება.

               ევროკავშირის ინსტიტუტების როლი ევროკავშირის
               გადაწყვეტილების მიღების პროცედურებში

               ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობის (ევროკავშირის
                                                 8
               შესახებ ხელშეკრულება მე-13 თავი ) შესაბამისად, ამჟამად
               არსებობს  ევროკავშირის  7  ინსტიტუტი:  ევროკავშირის  პარლა-
               მენტი (ევროპარლამენტი),  ევროპული საბჭო,  ევროკავშირის

               8   ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ
                https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=celex%3A12012M%2FTXT
   18   19   20   21   22   23   24   25   26   27   28