Page 22 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 22
21
Functioning of the European Union -TFEU) 288-ე თავი (ევროკავშირის
ხელშეკრულებები - EU Treaties, როგორც ევროკავშირის კანონ-
მდებლობის ფუძემდებლური დოკუმენტები, ამ პუბლიკაციის
ცალკე თავში იქნება განხილული.), ითვალისწინებს ევროკავშირის
შემდეგ სამართლებრივ დოკუმენტებს: რეგულაცია, დირექტივა,
გადაწყვეტილება, რეკომენდაცია, მოსაზრება (Regulation,
6 7
Directive, Decision, Recommendation, Opinion , ). ევროკავშირის
ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულება ასევე გამოყოფს
ე.წ. ატიპურ სამართლებრივ დოკუმენტებს (Atypical Acts),
რომელთაგანაც, მაგალითად, ევროპარლამენტისა და ევრო-
კომისიის განაწესები (Rules of Procedure), ასევე ევროკავშირის
ინსტიტუტებს შორის მოქმედი საბიუჯეტო შეთანხმებები,
წარმოადგენენ სამართლებრივად სავალდებულო დოკუმენტებს,
ხოლო, მაგალითად, ევროპარლამენტის რეზოლუცია, ევროკავშირის
წევრი ქვეყნებისთვის არასავალდებულო დოკუმენტია.
ევროკავშირის კანონმდებლობით, ზემოთ ჩამოთვლილი
დოკუმენტებიდან სამართლებრივად სავალდებულოა: „რეგუ-
ლაცია“, „დირექტივა“ და „გადაწყვეტილება“ , რაც გულისხმობს,
რომ ევროკავშირის წევრი/წევრების მიერ ამ დოკუმენტებით
დაკისრებული ვალდებულება აუცილებლად უნდა შესრულდეს.
ამის საწინააღმდეგოდ, „რეკომენდაცია“ და „მოსაზრება“
ევროკავშირის სამართლებრივად არასავალდებულო დოკუ-
მენტებია. ასევე არასავალდებულო სამართლებრივი ხასიათისაა,
ევროპარლამენტის ან ევროკავშირის საბჭოს „რეზოლუციები“,
რომლებიც სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა სხვადასხვა
მნიშვნელოვან საკითხზე გამოხატავენ ევროკავშირის რომელიმე
ინსტიტუტის პოლიტიკურ და შესაბამისად გასათვალისწინებელ
პოზიციას.
განმარტება: მიუხედავად ამ სახის დოკუმენტების სამართ-
ლებრივად არასავალდებულო ხასიათისა, მათ შორის
ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ საკმაოდ
6 ევროკავშირი, რეგულაციები, დირექტივები და სხვა აქტები
https://europa.eu/european-union/law/legal-acts_en
7 https://eur-lex.europa.eu/EN/legal-content/summary/the-european-union-s-
secondary-law.html