Page 21 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 21
20 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირის გადაწყვეტილებები და მათი
ევროკავშირის გადაწყვეტილებები და მათი
დამტკიცების პროცედურები
დამტკიცების პროცედურები
რას წარმოადგენს ევროკავშირის გადაწყვეტილება?
როგორც პუბლიკაციის წინა თავში აღინიშნა, ევროკავშირი
მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მისი მეზობელი ქვეყნების
საშინაო და საგარეო პოლიტიკის პროცესებზე. ევროკავშირის
გადაწყვეტილებებს შეუძლიათ რეალური ზემოქმედება ამ
ქვეყნების სხვადასხვა სფეროს განვითარებაზე. სამწუხაროდ,
ამ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოში, კვლავ იკვეთება
ბუნდოვანება იმასთან დაკავშირებით, თუ რას წარმოადგენენ
ევროკავშირის გაადაწყვეტილებები, როგორ მიიღება ისინი და
ევროკავშირის რომელ დოკუმენტებშია ისინი გამოხატული.
მიმდინარე საჯარო და პროფესიული განხილვებისთვის
დამახასიათებელია ევროკავშირის გადაწყვეტილებებთან,
ისევე როგორც ევროკავშირის ინსტიტუტებთან დაკავშირებული
ტერმინოლოგიური და შინაარსობრივი ხარვეზები. ევროკავშირის
გადაწყვეტილებებად ერთნაირ კონტექსტში მოიხსენიებენ
ევროპარლამენტის რეზოლუციებს, ევროკომისიის რეგულაციებს,
ევროკავშირის საბჭოს მოსაზრებებს და ევროკავშირის სხვა
დოკუმენტებს. ამდენად, მნიშვნელოვანია სიცხადის შეტანა,
თუ რომელი დოკუმენტები გამოხატავენ ევროკავშირის
გადაწყვეტილებებს, რა პროცედურებით მიიღება ისინი, ასევე,
ევროკავშირის რომელი ინსტიტუტები მონაწილეობენ და
რა წვლილი შეაქვთ მათ ევროკავშირის გადაწყვეტილების
ფორმირების პროცესში.
ევროკავშირის მიერ დამტკიცებული დოკუმენტები
ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობა, კერძოდ, ევროკავშირის
ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების (Treaty on the