Page 20 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 20

19



                ასევე,  ევროკავშირის    საგარეო    და   უსაფრთხოების
            პოლიტიკის    უმაღლესი    წარმომადგენელი  4   ევროკავშირის
            საბჭოს (კონკრეტულად, საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს)
            საინტერესო სუპრანაციონალური ელემენტია. იგი ამ ფორმატის
            თავმჯდომარეა    და   კოორდინაციას    უწევს   ევროკავშირის
            პოლიტიკას საგარეო ურთიერთობებისა და უსაფრთხოების
            სფეროებში.    ამავე   დროს,    იგი   ევროკომისიის    ვიცე-
                        5
            პრეზიდენტია  და ამით ქმნის მნიშვნელოვან სუპრანაციონალურ
            წარმომადგენლობას ევროკავშირის საბჭოს ამ კონფიგურაციაში.
            ამასთან, ეს ინსტიტუტი დაბალანსებულია ნაციონალური ე.წ.
            მზღვეველით (safeguard), ვინაიდან ევროკავშირის ერთიანი
            საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის უმაღლეს
            წარმომადგენელს ევროპული საბჭო ამტკიცებს - ევროპული
            საბჭო (European Council) ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და
            მათი მთავრობების მეთაურთა (heads of states and governments)
            შეხვედრების ფორმატია.

                განმარტება: „ევროკავშირის საბჭო“ - ევროკავშირის წევრი
                ქვეყნების  დარგობრივი  მინისტრების  ფორმატია,  ხოლო
                „ევროპული საბჭო“ - ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და
                ამ ქვეყნების მთავრობების მეთაურების (პრეზიდენტები
                საპრეზიდენტო  მმართველობის  ქვეყნებში  და  პრემიერ-
                მინისტრები    საპარლამენტო    ქვეყნებში)  შეკრება.
                ხსენებული ორი სტრუქტურა ხშირად ერევათ „ევროპის
                საბჭოში“, რომელიც 47 წევრი ქვეყნისაგან (მათ შორისაა
                საქართველოც) შემდგარი საერთაშორისო ორგანიზაციაა,
                ემსახურება დემოკრატიის, ადამიანის უფლებების დაცვისა
                და კანონის უზენაესობის განმტკიცებას. შესაბამისად,
                განსხვავებული ინსტიტუტებია  ევროპის  პარლამენტი
                (ევროპარლამენტი) და ევროპის საბჭოს საპარლამენტო
                ასამბლეა - პირველი ევროკავშირის ინსტიტუტია, ხოლო
                მეორე - ევროპის საბჭოს საპარლამენტო შტო.



            4
               https://eur-lex.europa.eu/summary/glossary/high_representative_cfsp.html
            5   https://eeas.europa.eu/headquarters/headquarters-homepage/82767/josep-borrell-
             high-representative-european-union-foreign-affairs-and-security-policy-vice_en
   15   16   17   18   19   20   21   22   23   24   25