Page 19 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 19

18  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული დღის წესრიგის
               მიხედვით. სუპრანაციონალური თვისებების გარდა, ევროკომისია
               გარკვეული, მცირე დოზით, ეროვნულ ელემენტსაც შეიცავს, იმის
               გათვალისწინებით, რომ ევროკომისრების კანდიდატურებს
                                                                  3
               ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები წარადგენენ .
                   ევროკომისიისაგან განსხვავებით,  ევროპარლამენტი  ორმაგ
               ბუნებას საკმაოდ ცხადად ამჟღავნებს. მასში მკაფიოდ არის
               წარმოდგენილი როგორც სუპრანაციონალური, ისე ნაციონალური
               ელემენტები: ევროპარლამენტის მანდატები ევროკავშირის წევრ
               ქვეყნებზე გადანაწილებულია მათი მოსახლეობის რაოდენობის
               მიხედვით, მაგალითად, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან,
               რომლის მოსახლეობა 80 მილიონს აღემატება, 96 დეპუტატია
               წარმოდგენილი, ნიდერლანდებიდან (18 მილიონამდე მოქალაქე)
               – 31, ხოლო ლუქსემბურგიდან, რომლის მოსახლეობა დაახლოებით
               600  000-ია  -  მხოლოდ  6.  მიუხედავად  აღნიშნული  ეროვნული
               კვოტებისა, ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ევროპარლამენტში
               არ   ჰყავთ   ეროვნული    დეპუტაციები.   ევროპარლამენტში
               ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის დეპუტატები საერთო ევროპულ
               პოლიტიკურ  ჯგუფებში  არიან  გაერთიანებული,  რაც  ცალსახად
               სუპრანაციონალიზმის გამოვლინებაა.
                   ევროკომისიისა და ევროპარლამენტისაგან განსხვავებით,
               ევროკავშირის საბჭო, არის ერთმნიშვნელოვნად ეროვნული
               ნიშნით შექმნილი სტრუქტურა. ევროკავშირის საბჭო (Council
               of the European Union) შედგება წევრი ქვეყნების მთავრობების
               წარმომადგენლებისგან.     ამის   მიუხედავად,    გარკვეული
               სუპრანაციონალური ელემენტები ევროკავშირის საბჭოშიც
               შეიძლება  შევნიშნოთ. მაგალითად,  ევროკავშირის  საბჭოს
               სხდომებს   ესწრება   შესაბამისი   დარგის   ევროკომისარი,
               თუმცა, გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ხმის მიცემის
               უფლების გარეშე. ეს ფაქტორი წარმოადგენს ევროკავშირის ამ
               ინსტიტუტში ჩართულ სუპრანაციონალურ ელემენტს, შეზღუდული
               უფლებამოსილებით.

               3
                 ევროპარლამენტი, „როგორ ინიშნებიან კომისიის პრეზიდენტი და კომისრები?“
                https://www.europarl.europa.eu/news/en/faq/8/how-are-the-commission-president-
                and-commissioners-appointed
   14   15   16   17   18   19   20   21   22   23   24