Page 18 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 18
17
სუპრანაციონალიზმი და ნაციონალიზმი
ევროკავშირის ინსტიტუტებში
ევროკავშირის შექმნისა და შემდგომი რეფორმირების პრო-
ცესში ცენტრალურ საკითხს ყოველთვის წარმოადგენდა
სუპრანაციონალიზმსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების
ეროვნულ ინტერესებს შორის ბალანსის მიღწევა, რათა
სუპრანაციონალური ინსტიტუტებით ევროკავშირის მართვის
პროცესში, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნული
ინტერესები მაქსიმალურად ყოფილიყო გათვალისწინებული.
ზემოაღწერილს ადასტურებს ევროგაერთიანების შექმნის
პირველივე წლები: 1952 წელს შექმნილი სუპრანაციონალური
ინსტიტუტის - ევროკომისიის დასაბალანსებლად, მომავალი
ევროკავშირის პირველი ჩანასახის - ევროპის ქვანახშირისა და
ფოლადის გაერთიანების წევრმა ქვეყნებმა იმავე პერიოდში
შექმნეს ამ ქვეყნების მინისტრთა საბჭო (council of ministers),
რომელიც ევროკომისიის, როგორც სუპრანაციონალური
ინსტიტუტის ნაციონალური საპირწონე გახდა.
სუპრანაციონალიზმისა და ნაციონალიზმის ურთიერთ-
ქმედების არა ერთ მაგალითს აღმოვაჩენთ, თუ ევროკავშირის
ინსტიტუტების მუშაობას პრაქტიკულ ჭრილში განვიხილავთ.
ევროკავშირის გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ევრო-
კავშირის ინსტიტუტები ზოგ შემთხვევაში, სუპრანაციონალურ,
ზოგში კი ეროვნულ თვისებებს ამჟღავნებენ. ევროკავშირის
გადაწყვეტილების მიღების პროცესი ასევე ნათლად აჩვენებს
ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს
შორის კომპეტენციათა გადანაწილების უნიკალურ სისტემას.
ევროკომისიას ცალსახად სუპრანაციონალური, ანუ, ზე-
ეროვნული ბუნება აქვს. ევროკომისიის თანამშრომლები,
რომლებიც ევროკავშირის სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეები
არიან, უფლებამოსილების განხორციელებისას, არ წარმოადგენენ
თავიანთ ქვეყნებს და არ არიან ანგარიშვალდებულნი თავიანთი
ქვეყნების მთავრობებთან. შესაბამისად, ისინი მოქმედებენ
საერთო-ევროპული ამოცანების შესასრულებლად და არა