Page 17 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 17
16 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ინტერესებით ხელმძღვანელობდნენ, სუპრანაციონალური მმარ-
თველობის პირობებში დაისახა ინდივიდუალურ-ეროვნულზე
აღმატებული მიზანი: ერთიანი ევროპა უნდა გადაქცეულიყო
მშვიდობის, განვითარებისა და კეთილდღეობის სივრცედ.
განვლილმა პერიოდმა დაადასტურა, რომ ამ მიდგომამ ხელ-
შესახები და მნიშვნელოვანი შედეგები მოიტანა და დასახული
მიზანი საკმაოდ შემჭიდროებულ ვადებში იქნა მიღწეული.
განმარტება: სუპრანაციონალიზმი არ წარმოადგენს მთავ-
რობათაშორის ურთიერთობებს (Intergovernmentalizm).
მთავრობათაშორისი ურთიერთობები საფუძვლად
დაედო საერთაშორისო ორგანიზაციებს, რომლებშიც
ევროვნული სახელმწიფოები, საკუთარი სუვერენიტეტის
სრულფასოვანად რეალიზების გზით, ერთობლივად იღებენ
გადაწყვეტილებებს, საერთო ინტერესის საკითხებთან
დაკავშირებით. სუპრანაციონალიზმის შემთხვევაში,
ხდება ეროვნული სუვერენიტეტის ნაწილობრივი დათმობა,
ან, უფრო ზუსტად სუვერენიტეტის „გაზიარება“ (shared
sovereignty) ეროვნულზე აღმატებული ამოცანის მიღწევის
მიზნით, რათა საბოლოოდ თავად ევროვნული ინტერესების
დაცვაც ეფექტიანად იქნას უზურუნველყოფილი.
აუცილებელია აღინიშნოს, რომ სუპრანაციონალური მმარ-
თველობის პირობებშიც ევროკავშირმა მნიშვნელოვანწილად
შეინარჩუნა ეროვნული ელემენტები. ეს ორი კონცეფცია -
ნაციონალიზმი და სუპრანაციონალიზმი, მათი ტრადიციული
განმარტებითა და შინაარსით, ურთიერთსაწინააღმდეგოა. თუმცა,
ფაქტია, რომ ევროკავშირის შემთხვევაში ამ ორი დიამეტრულად
განსხვავებული იდეის სინერგია და მათ შორის საკმაოდ
რთულად მისაღწევი ბალანსი განსაკუთრებულ ეფექტს იძლევა.
ხოლო, თუ რა წესებს ემყარება ევროკავშირის ინსტიტუტებსა და
ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის
ხსენებული ბალანსი, ნათლად ვლინდება ევროკავშირის
გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის გააზრებისას.