Page 16 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 16

15



            სუპრანაციონალიზმი      შინაარსით     სახელმწიფოთაშორისი
            ურთიერთობების ადმინისტრირების უნიკალური მოდელია.
            სუპრანაციონალზმის     ეფექტის    ასახსნელად,   პოლიტიკის
            მკვლევარმა ერნესტ ჰაასმა, 1958 წელს შემოიტანა ნეო-
            ფუნქციონალიზმის თეორია და ამ თეორიის პრაქტიკაში
            მოქმედება  ახსნა  ე.წ.  “გადაღვრის” (spillover)  ეფექტით -
            ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ერთ სფეროში, სტიმულს
            აძლევს ქვეყნებს შორის ამ თანამშრომლობის „გადაღვრას“/
            გავრცელებას სხვა სფეროებში. პროცესი შეუქცევადია და
            როდესაც ასეთი „თანამშრომლობების“  გარკვეული კრიტიკული
            რაოდენობა     გროვდება,   ქვეყნები  სხვადასხვა   სფეროში
            თანამშრომლობის ერთობლივი  მართვის  პრინციპებზე, ანუ
            სუპრანაციონალური მართვის მოდელზე თანხმდებიან. ჰაასი
            ასევე ინტენსიურად იკვლევდა იმ პოლიტიკურ, ეკონომიკურ
            და   სოციალურ    ფაქტორებს,    რომლებმაც    ხელი   შეუწყო
            სუპრანაციონალიზმისა და შედეგად, ევროპული ინტეგრაციის
            წარმატებას.
                ოფიციალურ  დოკუმენტებში ტერმინი „სუპრანაციონალური“
            პირველად გამოყენებულ იქნა 1951 წლის 18 აპრილის პარიზის
                            2
            ხელშეკრულებაში , რომლითაც ევროპის ქვანახშირისა და
            ფოლადის გაერთიანება შეიქმნა. მას შემდეგ სუპრანაციონალიზმი
            გახდა ევროპის დემოკრატიული რეორგანიზაციისა და მომავალი
            ევროკავშირის მმართველობის სისტემის ქვაკუთხედი. მმარ-
            თველობის სუპრანაციონალური სისტემის შემოღებით, ევრო-
            კავშირმა შექმნა პირველი პრეცედენტი, როდესაც ევროპულმა
            სახელმწიფოებმა     საკუთარი   ნებით   დათმეს    ეროვნული
            სუვერენიტეტის კომპეტენციები და ისინი სუპრანაციონალური
            სისტემის მართვის მიზნით შექმნილ ინსტიტუტებს გადასცეს.
                ტერმინი „სუპრანაციონალური“, თავისთავად ნიშნავს ზე-
            ეროვნულს, ანუ ეროვნულ ინტერესებზე მაღლა მდგომს. თუ
            სუპრანაციონალიზმის შემოღებამდე, ევროპის ქვეყნები, საშინაო
            და  საგარეო  პოლიტიკის  წარმოებისას,  მხოლოდ  ეროვნული

            2  ხელშეკრულება ევროპის ქვანახშირისა და ფოლადის გაერთიანების დაფუძნების
             შესახებ, პარიზი, 1951;
             https://eur-lex.europa.eu/LexUriServ/LexUriServ.do?uri=CELEX:11951K:EN:PDF
   11   12   13   14   15   16   17   18   19   20   21