Page 15 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 15
14 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
შეცდომით მოიხსენებენ). იგი არც კონფედერაცია, ფედერალური
სისტემა, ან ერთიანი ე.წ. ეროვნული სახელმწიფოა (nation state).
ევროკავშირი არის ევროპის სახელმწიფოთა კავშირი, რომელიც
ფუნქციონირებს ევროკავშირის ინსტიტუტების მეშვეობით.
ევროკავშირის ინსტიტუტების ფუნქციონირების თავის-
ებურების გასააზრებლად საკვანძო საკითხს წარმოადგენს
ის გარემოება, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა
ნებაყოფლობით მოახდინეს ეროვნული კომპეტენციების
დელეგირება ევროკავშირის ინსტიტუტებზე. ანუ, ევროკავშირის
წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ ზოგიერთი, მათ შორის
ეროვნული მნიშვნელობის საკითხზე გადაწყვეტილება, უმჯო-
ბესია მიღებულ იქნას არა ერთპიროვნულად ამ ქვეყნების
მიერ, არამედ ევროკავშირის ინსტიტუტების ჩართულობით.
ამ თვალსაზრისით, ევროკავშირი მმართველობის მართლაც
უნიკალური სისტემაა, რომლის წევრი ქვეყნები ნებაყოფლობით
თმობენ ზოგიერთ სუვერენულ კომპეტენცია/უფლებამოსილებას.
სწორედ ეს თავისებურება გახლავთ ევროკავშირის შექმნისა და
ფუნქციონირების ფუძემდებლური პრინციპი.
რას ნიშნავს ევროკავშირის სუპრანაციონალური ბუნება
და როგორ ვლინდება იგი?
ტერმინი სუპრანაციონალიზმი, პირველად გამოიყენა ალბერტ
აინშტაინმა, ჟურნალში „Atlantic Monthly“, 1945 და 1947 წლებში
გამოქვეყნებულ სტატიებში. მოგვიანებით, 1948 წელს, კარნეგის
ცენტრში გამოსვლისას აინშტაინმა განაცხადა, რომ „არსებობს
მხოლოდ ერთი გზა მშვიდობისა და უსაფრთხოებისკენ და ეს
1
არის გზა სუპრანაციონალური ორგანიზაციის შექმნისკენ“ . ამავე
პერიოდში ტერმინს „სუპრანაციონალური“ აქტიურად იყენებდა
საფრანგეთის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრი რობერტ
შუმანი.
სუპრანაციონალიზმი არ არის ჩამოყალიბებული საერ-
თაშორისო ურთიერთობების ცალკე თეორიად. იგი არც
რეგიონული თუ გლობალური მმართველობის კონცეფციაა.
1 Albert Einstein, Ideas and Opinions (New York: Crown/Bonanza, 1954), p. 147