Page 14 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 14

13



            განმსაზღვრელის, სხვა მრავალი ფუნქციის მქონე გაერთიანების
            მიმართ  ინტერესი.  ევროკავშირის  ფუნქციონირებისა  და  მისი
            ადმინისტრირების ძირითადი პრინციპების გათვითცნობიერება
            მნიშვნელოვანი  ხდება  სტუდენტებისთვის,  მეწარმეებისთვის,
            სახელმწიფო მოხელებისთვის, ჟურნალისტებისთვის, არასამთავ-
            რობო სექტორში მომუშავეთათვის, პოლიტიკოსებისთვის.

                ამასთან, ევროკავშირის შესახებ ამ სახის ცოდნის ნაკლებობა
            იოლად შესამჩნევია ზემოხსენებულ ყველა საზოგადოებრივ და
            პროფესიულ  ჯგუფში. ევროკავშირის შესახებ კვალიფიციური
            საჯარო  და  პროფესიული  დისკუსიის  წარმართვა  კვლავ
            პრობლემურია.  აღნიშნული  სახის  განხილვების,  ასევე  საჯარო
            განცხადებების დროს, სამწუხაროდ, არასწორად  გამოიყენება
            ისეთი ტერმინებიც კი, როგორიცაა, მაგალითად, „ევროპული
            საბჭო“ და „ევროპის საბჭო“, „ევროპული პარლამენტი“ და
            „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა“ და სხვა. ქართულ
            საზოგადოებაში, მათ შორის პროფესიულ წრეებშიც, კვლავ
            ბუნდოვანებაა,   მაგალითად,   ისეთ   საკითხებზე,  თუ   რას
            წარმოადგენს  „ევროკომისიის  რეგულაცია“,  „ევროპარლამენტის
            რეზოლუცია“, „ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილება“ და
            რა კავშირი აქვთ მათ ევროკავშირის გადაწყვეტილების
            ფორმირების პროცესთან. ამ ფონზე, ბუნებრივია, კიდევ უფრო
            რთულდება     ევროკავშირის    ფუნქციონირების    სხვადასხვა
            მნიშვნელოვანი ასპექტის იმგვარი გააზრება, რომელიც საჯარო
            დისკუსიაში  მონაწილეებს  მასში კვალიფიცური  წვლილის
            შეტანის  შესაძლებლობას  მისცემს. შედეგად, შეუძლებელი
            ხდება  ამ  დისკუსიებიდან  სასარგებლო  დასკვნების  გამოტანა
            და გარკვეულ მოსაზრებებზე საზოგადოებრივი შეთანხმების
            მიღეწევაც კი.

            რა ხდის ევროკავშირს საერთაშორისო პოლიტიკური
            არქიტექტურის უნიკალურ მოთამაშედ?


            თავისი სტრუქტურით, ფუნქციონირებისა და ადმინისტრირების
            მექანიზმებით ევროკავშირს ანალოგი არ მოეპოვება. ევროკავშირი
            არ არის საერთაშორისო ორგანიზაცია (როგორც მას ხშირად
   9   10   11   12   13   14   15   16   17   18   19