Page 92 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 92
91
ცენტრად, როგორც ევროპული სამეზობლოს ქვეყნებისთვის,
ასევე არაევროპელი პარტნიორებისთვის. ამ მიმზიდველობის
მთავარი მიზეზი მდგომარეობს იმ უდავო გარემოებაში, რომ
ევროკავშირმა უზრუნველყო ევროკავშირის მოქალაქეების
მშვიდობა, კეთილდღეობა და პროგრესი, მათი პოლიტიკური,
ეკონომიკური და სოციალური უფლებების დაცვა. იოლად
შეიძლება ამ მოსაზრების დამადასტურებელი არა ერთი ცნობილი
ფაქტის მოყვანა:
მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით, ევრო-
კავშირმა უზრუნველყო, რომ ევროპის მრავალსაუკუნოვანი
ისტორიის მანძილზე, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდით იქნა
თავიდან აცილებული შეიარაღებული დაპირისპირება და ომი. ამ
მიღწევისთვის, 2012 წელს ევროკავშირს „ნობელის“ მშვიდობის
67
პრემიაც კი მიენიჭა .
ევროკავშირის მოქალაქეების ეკონომიკური კეთილდღეობის
საფუძვლები შეიქმნა ევროპის ერთიანი ბაზრის ჩამოყალიბებით.
იგი თავისუფლების 4 პრინციპს დაეფუძნა: საქონლის, მომ-
სახურების, ფულადი კაპიტალის და ადამიანების თავისუფალი
გადაადგილება. აღნიშნული თავისუფლებების ერთობლიობა
ევროკავშირის მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, ტექ-
ნიკური, ბიუროკრატიული და სამართლებრივი ბარიერების
გარეშე აწარმოონ სავაჭრო, სამრეწველო და სხვა ეკონომიკური
საქმიანობა, ასევე, იცხოვრონ, ისწავლონ, იმუშაონ და კუთვნილი
საპენსიო პერიოდი დაჰყონ მათი შეხედულებისამებრ, ევრო-
კავშირის წევრ ნებისმიერ ქვეყანაში.
ევროკავშირი აგრძელებს ერთიანი ბაზრის განვითარებას
და მუშაობს ფულადი კაპიტალის ერთიანი ბაზრისა და ერთიანი
ციფრული ბაზრის შექმნის მიმართულებით. ეს ინიციატივები
კიდევ უფრო გაამარტივებს ევროპელი მეწარმეების წვდომას
ფინანსურ რესურსებზე, წაახალისებს ინვესტირებას, გამჭვირ-
ვალესა და თანაბრად ხელმისაწვდომს გახდის ციფრულ
სივრცეში განთავსებულ რესურსებს.
67 ევროკავშირი იღებს ნობელის მშვიდობის პრემიას 2012 წელს
https://europa.eu/european-union/about-eu/history/2010-2019/2012/eu-nobel_en