Page 87 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 87

86  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ხელშესაწყობ
               თანხებს.
                   იმის გათვალისწინებით, რომ მოლდოვას და უკრაინას 2024
               წელს გაეხსნათ მოლაპარაკებების პროცესი, ევროკომისიამ
               დაამტკიცა ამ ორი ქვეყნის დახმარების ინსტრუმენტები (Reform
               and  Growth Facility), რომლებიც 2024–2027  წლებში  მასშტაბურ
               საინვესტიციო და საექსპერტო დახმარებას ითვალისწინებს.
               ამ ინსტრუმენტების ფარგლებში: უკრაინისათვის გამოიყო 50
               მილიარდი ევრო (17 მლრდ. გრანტი და 33 მლრდ. კრედიტი);
               მოლდოვისათვის - 1,92 მილიარდი ევრო (420 მლნ. გრანტი და 1,5
               მლრდ. კრედიტი); ბალკანეთის რეგიონის სახელმწიფოებისათვის
               - 6 მილიარდი ევრო (2 მლრდ. გრანტი და 4 მლრდ. კრედიტი).
                   სამივე პაკეტი მოიცავს მნიშვნელოვან საინვესტიციო დახ-
               მარებას შეღავათიანი კრედიტების სახით, რაც ინფრასტრუქტურის
               მოდერნიზებისა და შესყიდვების განხორციელებას უნდა მოხ-
               მარდეს.

               ევროკავშირის ორმხრივი დახმარება
               საქართველოსთვის

               ევროკავშირის მიერ საქართველოსთვის გამოყოფილი დახ-
               მარების  მრავალწლიანი  ეროვნული  პროგრამა  2021-2027  საქარ-
               თველო-ევროკავშირის ამავე წლების ე.წ. ასოცირების დღის
                       56
               წესრიგით  განსაზღვრული ამოცანების შესაბამისად იქნა
               შედგენილი.  ეს  დოკუმენტი,  თავის  მხრივ  ეფუძნება  იმ  ხუთ
               პრიორიტეტს,  რომლებიც  ევროკავშირისა  და აღმოსავლეთ
               პარტნიორობის ქვეყნების ლიდერებმა ერთობლივად 2020 წლის
                                 57
               ივნისში დაამტკიცეს .
                   ევროკავშირის დახმარების მრავალწლიანი ეროვნული პრო-
               გრამა მოიცავს ევროკავშირის ორმხრივ დახმარებას, ტექნიკურ
               დახმარებას და გრანტებს.

               56   https://mfa.gov.ge/pfiles/files/2021-2027-EU-Georgia-Association-Agenda-EN.pdf
                 On 18 March 2020, the European Commission adopted the joint communication “Eastern
               57
                Partnership policy beyond 2020: Reinforcing Resilience – an Eastern Partnership that
                delivers for all”.
   82   83   84   85   86   87   88   89   90   91   92