Page 96 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 96

95








             დასკვნითი კომენტარი
             დასკვნითი კომენტარი
                სახელმძღვანელოს - „7 ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებ-
            ლად“  მეორე გამოცემის  2024 წელს  გამოქვეყნება  განაპირობა
            ევროკავშირის    მიერ   თავისი  აღმოსავლეთ     სამეზობლოს
            ქვეყნების მიმართ წარმოებული პოლიტიკის თვისობრივმა
            ცვლილებამ 2022 წლის შემდეგ. სახელმძღვანელოს მეორე
            გამოცემა მკითხველს სთავაზობს მნიშვნელოვნად განახლებულ
            ინფორმაციას ევროკავშირის სამართლებრივი, ინსტიტუციური
            და ადმინისტრირების თავისებურერების, ასევე,  ევროკავშირის
            სხვადასხვა პოლიტიკის და მათი განხორციელების მიზნით
            გადადგმული ნაბიჯების შესახებ.
                სახელმძღვანელოს  სათაური  -  „7  ნაბიჯი  ევროკავშირის
            გასააზრებლად“ ავტორებმა საგანგებოდ შეარჩიეს და სიტყვა
            „შესწავლის“ ნაცვლად, „გააზრება“ გამოიყენეს. მათ სჯერათ, და
            ეს რწმენა მათ მდიდარ პრაქტიკულ პროფესიულ გამოცდილებას
            ეფუძნება, რომ ევროკავშირის ცალკეული პოლიტიკის, ინ-
            სტიტუციური და სამართლებრივი ასპექტის შესწავლა შე-
            უძლებელია ამ უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის თავის-
            ებურერების ფუნდამენტური გააზრების გარეშე.

                ამ თვალსაზრისით, ავტორებმა სცადეს, მკითხველისთვის
            მიწოდებული  ინფორმაცია  იოლად აღსაქმელი, ისტორიულ-
            ტექნიკური დეტალებისაგან მაქსიმალურად დაცლილი ყოფი-
            ლიყო, რათა  სახელმძღვანელოთი სარგებლობა  თანაბრად
            იყოს შესაძლებელი როგორც პროფესიული მიზნებით გამო-
            საყენებლად, ისე უბრალოდ დაინტერესებული მკითხველის
            მიერ,  რომელსაც  სურს  გაიგოს  მეტი,  თუ  რას  წარმოადგენს  ის
            კავშირი, რომლის წევრობისკენ ევროპის მრავალი ქვეყანა, მათ
            შორის საქართველო, დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან
            მიისწრაფის.
   91   92   93   94   95   96   97   98   99   100   101