Page 95 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 95
94 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი გულისხმობს,
რომ ქვეყანამ უნდა განახორციელოს ყველა სექტორის
იმდაგვარი რეფორმირება-მოდერნიზაცია, რომ შეძლოს
კონკურენციის გაწევა ევროკავშირის ერთიანი ბაზრის სხვა
მოთამაშეებისთვის. ამასთან, ქვეყანამ ყველა სექტორში უნდა
დანერგოს ევროკავშირის კანონმდებლობა და უზრუნველყოს,
რომ აღნიშნული კანონმდებლობა რეალურად ხორციელდება
სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სასამართლო ხელისუფლების
მიერ. შედეგად, ქვეყანამ უნდა მიაღწიოს მდგრად დემოკრატიულ
მმართველობას და სახელმწიფო ინსტიტუტების სტაბილურობას,
რათა უზრუნველყოფილ იქნას კანონის უზენაესობისა და
ადამიანის უფლებების, მათ შორის, უმცირესობათა უფლებების
დაცვა. ამ გზით, ქვეყანამ უნდა მიაღწიოს განვითარების ისეთ
დონეს, რომ შეძლოს ევროკავშირის პასუხისმგებლიანი წევრობა.