Page 97 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 97
96 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ავტორებს იმედი აქვთ, რომ გამოცემა წვლილს შეიტანს
ევროკავშირის საკითხებზე საქართველოს საჯარო სექტორის
კვალიფიკაციის ამაღლების საქმეში, დაეხმარება ევროკავშირის
შესახებ მიმდინარე საჯარო განხილვების გაჯანსაღებას, უმაღ-
ლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებს მის-
ცემს სტიმულს ჩაერთონ ევროკავშირის სხვადასხვა ასპექტის
კვლევაში, დაინტერესებულ მკითხველს გაუღვიძებს სურვილს,
ჩაუღმავდეს ევროკავშირის ინსტიტუციური მოწყობისა და ამ
კავშირის ადმინისტრირების სპეციფიურ დეტალებს და სხვა.
სახელმძღვანელო უკვე გახდა საბაზო დოკუმენტი, რომელსაც
ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციის წარმომადგენლობა
იყენებს, შესაძლებლობების გაზრდისა და კვალიფიკაციის
ამაღლების, ასევე საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების
ორგანიზებისთვის.