Page 88 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 88
87
2007 წლიდან ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური
დახმარება საქართველოსთვის შეადგენდა: 2007-2010 - 120.4
მილიონი ევრო; 2011-2013 - 180 მილიონი ევრო; 2014–2016 - 350
მილიონი ევრო; 2017–2020 - 450 მილიონი ევრო.
2021-2024 წლებისთვის ევროკავშირმა საქართველოს დასა-
ხმარებლად მიმართა 340 მილიონი ევრო შემდეგი პრიორიტეტული
მიმართულებებით: 1. მდგრადი ეკონომიკური განვითარება -
119 მილიონი ევრო; 2. ინსტიტუციური განვითარება და კანონის
უზენაესობის განმტკიცება - 51 მილიონი ევრო; 3. გარემოს დაცვა
და კლიმატურ ცვლილებებზე რეაგირება - 68 მილიონი ევრო;
4. ციფრული სისტემების განვითარება - 34 მილიონი ევრო;
5. თანასწორი და ინკლუზიური საზოგადოების განვითარება
- 51 მილიონი ევრო; ასევე, ხსენებული პრირორიტეტების
განხორციელების ხელშემწყობი ღონისძიებები - 17 მილიონი
58
ევრო .
2021 წლიდან საქართველო ასევე ჩართულია ევროკავშირის
ეკონომიკურ და საინვესტიციო გეგმაში (EU Economic and Investment
Plan , ), რომლის ფარგლებშიც ევროკავშირმა მოახდინა კერძო
59 60
და საჯარო ინვესტიციების მობილიზება 1,9 მილიარდი ევროს
61
ოდენობით . ამავე გეგმაში შედის ევროკავშირის ე.წ. ლიდერი
პროექტები (flagship projects):
1. შავი ზღვის დაკავშირებულობის პროექტი (Black Sea con-
nectivity - improving data and energy connections with the EU)
– 25 მილიონი ევრო
2. სატრანსპორტო კავშირების განვითარება შავი ზღვის გასწვ-
რივ (Transport connections across the Black Sea — improving
physical connections with the EU) – 100 მილიონი ევრო
58 https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/system/files/2022-08/C_2022_5658_
F1_ANNEX_EN_V2_P1_2019350.PDF
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/news/georgia-eu-annual-
59
report-notes-some-progress-association-agreement-implementation-while-
highlighting-2022-08-13_en
60 https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/european-neighbourhood-policy/
countries-region/georgia_en
61
For comparative outlook - In 2020, the Economic and Investment Plan (EIP) for the
Western Balkans until 2027 mobilized up to Euro 30 billion. For Montenegro, the EU
allocated Euro 1 billion in investments, out of which €295 million in grants.