Page 94 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 94

93



                   70
            უფლება , მათ შორის, რომ დაიბრუნოს გადახდილი თანხა, თუ
            შეიძინა მისთვის უვარგის პროდუქტი დისტანციურად (ინტერ-
            ნეტით, ფოსტით, ტელეფონით და სხვა), ან დაიბრუნოს ნებისმი-
            ერი ტრანსპორტით მგზავრობის ბილეთის თანხა, თუ მისი
            გამგზავრება დაგვიანდა ან გაუქმდა, და ა.შ. მომხმარებლის
            უფლებების დაცვის მიზნით, შექმნილია სპეციალური ელექტრო-
            ნული მექანიზმი - Consumer Rights Tool , რომელიც ევროკავშირის
                                              71
            მოქალაქეს ნებისმიერი სადავო საკითხის გადაჭრაში ეხმარება.
                თავისი მოქალქეებისთვის, მიუხედავად მათი ეროვნების,
            სქესის, ენობრივი ჯგუფისადმი  კუთვნილების,  კულტურული
            კუთვნილების,   პროფესიისა    და   შესაძლებლობებისა    (შშმ
            პირები), ევროკავშირმა შექმნა ადამიანის უფლებების დაცვის
            უმაღლესი და ამასთან თანასწორი პირობები. ევროკავშირში
            ადამიანის  უფლებების  დაცვის  პირობები  ემყარება  მიდგომას,
            რომ ადამიანისს უფლებები და ფუნდამენტური თავისუფლებები,
            შესაბამისად კი კანონის წინაშე თანასწორობა, ანუ, კანონის
            უზენაესობის   პრინციპი,   თანაბრად    არის  გამოყენებული
            ევროკავშირის ყველა მოქალაქის მიმართ.

                ევროკავშირი უარყოფს სასჯელის უმაღლეს ზომას -
            სიკვდილით    დასჯას,  წამებას,  ადამიანების   ტრეფიკინგსა
            და ყველა ფორმის დისკრიმინაციას. ევროკავშირი მკაცრად
            იცავს  მოქალაქეთა  პოლიტიკურ,  ეკონომიკურ,  სოციალურ  და
            კულტურულ  უფლებებს. ადამიანის  უფლებების  დაცვასთან
            დაკავშირებული დებულებები ყოველთვის არის ასახული
            ევროკავშირის მიერ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებში.

                ბუნებრივია, რომ ზემოთ აღწერილი ფაქტები ევროკავშირის
            ხელშესახები შედეგების დიდი ჩამონათვალის მხოლოდ მცირე
            ნაწილია. თუმცა, ისინიც საკმარისია, რომ ევროკავშირის მეზობელ
            ქვეყნებს ამ კავშირში გაწევრიანება სურვილი ამოძრავებდეთ.

            70   მომხმარებელთა უფლებების დაცვის ინსტრუმენტი
              https://europa.eu/youreurope/citizens/consumers/shopping/guarantees-returns/
              index_en.htm#:~:text=In%20the%20EU%20you%20have,you%20simply%20changed%20
              your%20mind.
               შენი უფლებები შესყიდვების განხორციელებისას
            71
              https://europa.eu/youreurope/citizens/consumers/shopping/shopping-consumer-
              rights/index_en.htm
   89   90   91   92   93   94   95   96   97   98   99