Page 93 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 93
92 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირი დიდ ფინანსურ რესურს მიმართავს
ევროკავშირის იმ რეგიონების დასახმარებლად, რომლებიც
ევროკავშირის სხვა რეგიონებს ჩამორჩებიან ეკონომიკური
განვითარების მახასიათებლებით: დასაქმება, ინვესტიციები,
მდგრადი განვითარების პარამეტრები და სხვა. ამ მიზნით,
ევროკავშირში შექმნილია მრავალმილიონიანი სტრუქტურული
68
და საინვესტიციო ფონდები .
ევროკავშირი უზრუნველყოფს ფულადი ერთეული ევრო-ს
სტაბილურობას. ყოველდღიურად 330 მილიონზე მეტი მოქალაქე
(ევრო წარმოდგენილია ევროკავშირის 19 ქვეყანაში) იყენებს
ამ ფულად ერთეულს ეკონომიკურ და საყოფაცხოვრებო
საქმიანობაში. ევრო-ს შემოღებამ მნიშვნელოვნად გაუმარტივა
ევროკავშირის მოქალაქეებს ფულადი რესურსების მიმოქცევის
პროცედურები და დააზოგინა ეროვნული ფულადი ერთეულების
კონვერტაციის ხარჯები (ყოველწლიურად დაახლოებით 30
მილიარდი ევრო).
ევროკავშირი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს
სოფლის მეურნეობის სექტორში დასაქმებულ მოქალაქეებს.
ევროკავშირის სოფლის მეურნეობის პოლიტიკის მიზანი
ევროკავშირის მოქალაქეების სასურსათო მოთხოვნების
დაკმაყოფილებაა. ევროკავშირის მთლიანი ფართობის 47%
განიხილება როგორც სასოფლო-სამეურნეო, ხოლო 30% - სატყეო
ტერიტორიად. ევროკავშირის ბიუჯეტის თითქმის 40%-ი იხარჯება
სოფლის მეურნეობის განვითარებაზე, ფერმერების პირდაპირ
69
ფინანსურ მხარდაჭრაზე .
ევროკავშირი ინარჩუნებს სასურსათო უსაფრთხოებისა
და გარემოს დაცვის უმაღლეს სტანდარტებს. ევროკავშირის
შესაბამისი სამსახურები მკაცრ კონტროლს ახორციელებენ
და მყისიერად რეაგირებენ უვარგისი სასურსათო პროდუქტის
გავრცელებისა და გარემოს დაბინძურების ფაქტებზე. ევრო-
კავშირში თანაბრად უზრუნველყოფილია ყველა მომხმარებლის
68 ევროპული სტრუქტურული და საინვესტიციო ფონდები
https://cohesiondata.ec.europa.eu/
ევროკომისია, „ერთიანი სოფლის მეურნეობის პოლიტიკა და სოფლის
69
მეურნეობა ევროპაში“ - ხშირად დასმული შეკითხვები
https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/en/MEMO_13_631