Page 90 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 90
89
ევროკავშირი - ერთობა ევროპის მოქალაქეების
ევროკავშირი - ერთობა ევროპის მოქალაქეების
კეთილდღეობისთვის
კეთილდღეობისთვის
გასული საუკუნის ბოლოდან, ევროკავშირმა მნიშვნელოვნად
შეცვალა უკეთესობისკენ ევროპის ქვეყნების სოციალური და
ეკონომიკური მდგომარეობა, უზრუნველყო ევროპის უდიდესი
ნაწილის გრძელვადიანი მშვიდობიანი განვითარება, შექმნა
ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთა ფუნდამენტური
უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უმაღლესი გარანტიები,
ასევე უზრუნველყო მათი მონაწილეობა ევროკავშირის
ინსტიტუტების ფუნქციონირებაში, ევროკავშირის განვითარების
სხვადასხვა მიმართულების ჩამოყალიბებაში.
ევროკავშირი თამაშობს ცენტრალურ როლს მსოფლიო
პოლიტიკის ფორმირებისა და გლობალური ეკონომიკის
განვითარებაში. ეს კავშირი წარმოადგენს ყველაზე მსხვილ
პოლიტიკურ და ეკონომიკურ ერთობას, რომელიც აერთიანებს
450 მილიონამდე მოქალაქეს. ევროკავშირი ინარჩუნებს ერთიან
ფულად ერთეულს ევრო, მსოფლიო ვაჭრობაში შეაქვს 16%-
იანი წვლილი, 27 ქვეყნის სახელით ახორციელებს საგარეო
პოლიტიკას და ა. შ.
განმარტება: ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუჯეტი,
დაახლოებით 165 მილიარდი ევრო, ივსება სამი წყაროდან:
წევრი ქვეყნების მთლიანი ეროვნული შემოსავლის 1%;
ევროკავშირში იმპორტის გადასახადი; წილი წევრი ქვეყნებში
გადახდილი დღგ-დან.
ევროკავშირის ბიუჯეტში წევრი ქვეყნების შენატანი,
ევროკავშირის თითოეულ მოქალაქეს წელიწადში დაახლო-
ებით 240 ევრო, ანუ დღეში 65 ცენტი უჯდება.
ევროკავშირის ბიუჯეტში ყველაზე დიდი წვლილი გერ-
მანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შეაქვს - 25 მილიარდი
ევრო წლიურად; საფრანგეთს - 21 მილიარდი ევრო.