Page 91 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 91
90 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირის ინსტიტუტებში მუშაობს 60 000 ოფი-
ციალური პირი, რომლებიც ემსახურებიან ევროკავშირის
447 მილიონ მოქალაქეს. ევროკავშირის ინსტიტუტებში
მომუშავე პერსონალზე ევროკავშირის ბიუჯეტის 7%
65
იხარჯება .
ამ უდავო წარმატებასთან ერთად, 2000-იანი წლებიდან,
ევროკავშირს მნიშვნელოვან გამოწვევებთან გამკლავება მოუწია.
2005 წელს ევროკავშირის დამფუძნებელმა ორმა ქვეყანამ -
ნიდერლანდებმა და საფრანგეთმა უარყვეს ევროკავშირის
66
ერთიანი კონსტიტუციის პროექტი , რომელიც მიზნად ისახავდა
ამ კავშირის უფრო კონსოლიდირებულ პოლიტიკურ ერთობად
ჩამოყალიბებას. 2008 წელს ირლანდიელმა ამომრჩეველმა
„ლისაბონის ხელშეკრულების” რატიფიკაციის წინააღმდეგ
მისცა ხმა (თუმცა, 2009 წელს მხარი დაუჭირა ხელშეკრულებას
განმეორებით რეფერენდუმზე). 2016 წელს გაერთიანებული
სამეფოს მოსახლეობამ საერთო-სახალხო რეფერენდუმზე
მხარი დაუჭირა საკუთარი ქვეყნის ამ კავშირიდან გასვლას, რის
შედეგადაც 2020 წელს გაერთიანებული სამეფო ევროკავშირიდან
გავიდა. დამატებით, ევროკავშირმა გადაიტანა რამდენიმე
ფინანსური კრიზისი (უკანასკნელად, 2015 წელს, რის შედეგადაც
საბერძნეთის ევროზონის წევრობა რისკის ქვეშ დადგა).
მნიშვნელოვანი წინააღმდეგობები არსებობდა ევროკავშირის
წევრი ქვეყნების ერთიანი პოზიციის ჩამოყალიბების კუთხით,
ისეთ საერთაშორისო საკითხებზე, როგორიცაა, კოსოვოს
დამოუკიდებლობის აღიარება, ურთიერთობები რუსეთის
ფედერაციასთან, ტრანსატლანტიკური თანამშრომლობა, ევრო-
კავშირშის გაფართოება და მასში ახალი წევრი ქვეყნების მიღება,
მიგრაციული კრიზისის მართვა, ევროკავშირის ზოგიერთ წევრ
ქვეყნებში კანონის უზენაესობის დარღვევის ფაქტები და სხვა.
აღნიშნული პრობლემების მიუხედავად, ევროკავშირი
კვლავ რჩება ყველაზე მიმზიდველ ეკონომიკურ და პოლიტიკურ
65 https://ec.europa.eu/info/strategy/eu-budget/eu-budget-added-value/fact-check_en
ხელშეკრულება ევროკავშირის კონსტიტუციის დაფუძნების შესახებ, 2005
66
https://europa.eu/european-union/sites/default/files/docs/body/treaty_
establishing_a_constitution_for_europe_en.pdf