Page 86 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 86
85
70%-ს და მიემართება სამი არხით: გეოგრაფიული პროგრამები,
თემატური პროგრამები, სწრაფი რეაგირების ქმედებები (rapid
response actions). ამ კუთხით, გეოგრაფიული პროგრამები
ცენტრალურ როლს თამაშობენ და ხორციელდება შემდეგ
რეგიონებში: ევროკავშირის სამეზობლო, საჰარის უდაბნოს სამხ-
რეთით მდებარე აფრიკული ქვეყნები (აფრიკის ის ქვეყნები,
რომლებიც არ მიეკუთვნებიან ხმელთაშუაზღვის ქვეყნებს და
შესაბამისად, ევროკავშირის სამხრეთ სამეზობლოს), აზია, წყნარი
ოკეანის და ამერიკის ქვეყნები .
53
ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოსთვის, რომელშიც
საქართველოც მოიაზრება, მხოლოდ 2021-2024 წლებისთვის,
54
1,5 მილიარდი ევროა გამოყოფილი . დამატებით, მხოლოდ
2022 წელს, NDICI-ს ბიუჯეტიდან 501 მილიონი ევრო უკრაინაში
მიმდინარე ომის შედეგების აღმოფხვრის დაფინასებისკენ
55
მიემართა .
ამდენად, 2021 წელს დამტკიცდა ორი 7-წლიანი ბიუჯეტი,
რომელთაგანაც ერთი IPA III განკუთვნილი იყო დასავლეთ
ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირში გასაწევრიანებლად,
ხოლო მეორე - NDICI ევროკავშირის აღმოსავლეთ სამეზობლოს
ქვეყნებში რეფორმების ხელშესაწყობად. ამასთან, ორივე
ეს ინსტრუმენტი ევროკავშირის მრავალწლიანი ფინანსური
ჩარჩოსა და შესაბამისად, ევროკავშირის ერთიანი 7-წლიანი
(2021-2027) ბიუჯეტის შემადგენელ ნაწილს წარმოადგენს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, 2022 წელს, ევროკავშირის
გაფართოების „მოულოდნელი“ ტალღის დაწყების მომენტის-
თვის, ევროკავშირს ხელთ ჰქონდა ორი რეგიონისთვის და
განსხვავებული ამოცანების შესასრულებლად დამტკიცებული
ორი მრავალწლიანი ფინანსური ინსტრუმენტი, რომელთაგანაც,
ფორმალურად, არც ერთი არ შეიცავს უკრაინის, მოლდოვასა
53 https://www.eeas.europa.eu/eeas/new-%E2%80%98ndici-global-
europe%E2%80%99-2021-2027_en
54 https://www.eeas.europa.eu/eeas/new-%E2%80%98ndici-global-
europe%E2%80%99-2021-2027_en#:~:text=The%202021%2D2024%20Global%20
Europe,of%20the%20war%20in%20Ukraine
55 https://www.eeas.europa.eu/eeas/new-%E2%80%98ndici-global-
europe%E2%80%99-2021-2027_en