Page 85 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 85
84 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
სამეზობლოს, განვითარებისა და საერთაშორისო
თანამშრომლობის ფინანსური ინსტრუმენტი - NDICI და
ევროკავშირში გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის
ინსტრუმენტი - IPA (Instrument for Pre-Accession Assistance)
2022 წელს დაწყებულმა ევროკავშირის გაფართოების ახალმა
ტალღამ, რომელმაც უკრაინა, მოლდოვა და საქართველო
მოიცვა, მნიშვნელოვანი გამოწვევები გააჩინა ევროკავშირში
გაწევრიანებისთვის თანამშრომლობის დაფინანსების კუთხით.
ეს გამოწვევები უკავშირდება ევროკავშირის ზემოთ ხსენებულ
მრავალწლიანი ფინანსური ჩარჩოსა და შესაბამისად, 7-წლიანი
ბიუჯეტის დამტკიცების პრაქტიკას.
2021 წელს ევროკავშირმა დაამტკიცა ევროკავშირში გაწევ-
რიანებისთვის თანამშრომლობის დაფინანსების ინსტრუმენტი
ე.წ. IPA III, 2021-2027 წლებისთვის. მანამდე, ევროკავშირი
გაწევრიანებისთვის თანამშრომლობას აფინასებდა IPA I-ს
და IPA II-ს მეშვეობით, შესაბამისად, 2007-2013 და 2014-2020
წლებისთვის. წინა თავებში აღწერილ მიზეზთა გამო, IPA
კონკრეტულად იყო შექმნილი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების
(ასევე, ფორმალურად, თურქეთის) ევროკავშირში გაწევრიანების
ხელშესაწყობად.
2021 წელს, ევროკავშირმა იმავდროულად დაამტკიცა ჩვენს
მიერ ზემოთ აღნიშნული, სამეზობლოს, განვითარებისა და
საერთაშორისო თანამშრომლობის ფინანსური ინსტრუმენტი
- NDICI, 2021-2027 წლებისთვის. აღნიშნული ფინანსური ინსტრუ-
მენტი უზრუნველყოფს ევროკავშირის დაფინანსებას მისი სამე-
51
ზობლოსათვის , მათ შორის აღმოსავლეთ პარტინიორობის
52
ქვეყნებისთვის .
NDICI-ის 80 მილიარდევროიანი ბიუჯეტი 2021-2027 წლე-
ბისთვის ფარავს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის დაფინასების
51 https://www.eeas.europa.eu/eeas/european-neighbourhood-policy_en#:~:text=ENI%20
supported%20the%20neighbourhood%20region,financed%20through%20NDICI%20
%E2%80%93%20Global%20Europe.
https://neighbourhood-enlargement.ec.europa.eu/funding-and-technical-assistance/
52
neighbourhood-development-and-international-cooperation-instrument-global-
europe-ndici-global-europe_en