Page 68 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 68
67
როგორც ზემოთ აღინიშნა, ევროკავშირში გასაწევრი-
ანებლად, კანდიდატმა ქვეყანამ ევროკომისიასთან, ჯამში, 35
დარგობრივი თავის შესახებ უნდა მოილაპარაკოს. ეს თავები
მოიცავს ისეთ განსხვავებულ სფეროებს, როგორიცაა საქონლისა
და კაპიტალის თავისუფალი გადაადგილება, სახელმწიფო
შესყიდვები, ტრასპორტი და ენერგეტიკა, სოციალური პოლიტიკა
და დასაქმება, სასამართლო და ადამიანის უფლებები, საგარეო,
უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკა, და სხვა. 35-ე თავი
განეკუთვნება ე.წ. სხვა საკითხებს (Other Issues), და მასში
შედის ის თემები, რომელიც შეიძლება დამატებით წამოიჭრას
მოლაპარაკებების პროცესში, ან არ იფარება არც ერთი
დარგობრივი თავის მიერ.
გაფართოების ახალი მეთოდოლოგიით, ზემოხსენებული 35
თავი დაჯგუფდა ექვს კლასტერად: 1. ფუნდამენტური საკითხები;
2. შიდა ბაზარი; 3. კონკურენცია და ინკლუზიური განვითარება;
4. გარემოს დაცვა, ტრანსპორტი და ენერგეტიკა; 5. სოფლის
მეურნეობა და ბუნებრივი რესურსები; 6. საგარეო ურთიერთობები,
უსაფრთხოება და თავდაცვა.
თითოეული კლასტერი შედგება EU Acquis Communautaire-ს
შესაბამისი თავებისაგან. მაგალითად, ფუნდამენტური საკითხების
კლასტერში შემავალი თემებია: სასამართლოს დამოუკიდებლობა
და ადამიანის უფლებები, კორუფციასთან ბრძოლა, სახელმწიფო
შესყიდვები, ფინანსური კონტროლი და სხვა. ანალოგიურად,
მაგალითად, შიდა ბაზრის კლასტერი მოიცავს საკითხებს:
პროდუქციის, სამუშაო ძალისა და კაპიტალის თავისუფალი
გადაადგილება, კომპანიების დაარსება, ინტელექტუალური
საკუთრების დაცვა, კონკურენციის კანონმდებლობა, ფინანსური
მომსახურება, მომხმარებელთა უფლებების დაცვა, ჯანდაცვა და
სხვა.