Page 67 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 67
66 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ეწოდა და ახალმა მეთოდოლოგიამ ევროკავშირს მისცა ამ
კლასტერის სფეროების მუდმივი მონიტორინგის შესაძლებლობა
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებების საბოლოოდ
დასრულებამდე.
მოლაპარაკებების კლასტერების გახსნამდე, ევროკომისია
ახორციელებს ე.წ. screening, რითაც ადგენს, კანდიდატი
ქვეყნის ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონ-
მდებლობასთან შესაბამისობას. ეს პროცედურაც, ახალი მეთო-
დოლოგიის მიხედვით, წარიმართება კლასტერების და არა
თავების მიხედვით, როგორც ამას გაწევრიანების კლასიკური
მეთოდოლოგია ითვალისწინებდა. Screening-ის საფუძველზე,
ევროკომისია შეიმუშავებს სპეციალურ ანგარიშს (screening
report) და აცნობებს კანდიდატ ქვეყანას კონკრეტულ სფეროში
საკანონმდებლო კუთხით არსებული ხარვეზების შესახებ, ასე-
ვე იმ გეგმის შესახებ, რომლითაც კონკრეტულ კლასტერში
გაწევრიანების მოლაპარაკებები უნდა წარიმართოს.
Screening-ის ანგარიშის საფუძველზე, ევროკომისია კან-
დიდატ ქვეყანას წარუდგენს იმ პირობებს (benchmarks),
რომელთა შესრულება სავალდებულოა კანონის უზენაესობის
კლასტერზე მოლაპარაკებების დასაწყებად. ხსენებული პირო-
ბების დასაკმაყოფილებლად, კანდიდატ ქვეყანას ევალება
კონკრეტული სამოქმედო გეგმების შემუშავება ევროკომისიის
მიერ იდენტიფიცირებული ყველა პრობლემატური მიმართულე-
ბით. გეგმები დეტალურად უნდა აღწერდნენ იმ რეფორმებს,
რომელთა განხორციელებასაც კანდიდატი ქვეყანა გეგმავს
ევროკომისიის პირობების დასაკმაყოფილებლად.
გაფართოების ახალი მეთოდოლოგია გაწევრიანების პრო-
ცესის მონიტორინგში ევროკავშირის უფრო აქტიური ჩართულობის
გარდა, ასევე ითვალისწინებს ამ პროცესის შექცევადობას - თუ
კანდიდატი ქვეყანა რეფორმების განხორციელების პროცესში
ვერ მიაღწევს ხელშესახებ შედეგებს, ევროკავშირმა შესაძლოა
მიიღოს გადაწყვეტილება გაწევრიანების პროცესის შეჩერებისა
და გაწევრიანების საკითხზე თანამშრომლობის საწყის ეტაპზე
დაბრუნების შესახებ.