Page 66 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 66

65



            ახალი იმპულსის მიცემას, რათა კანდიდატ ქვეყნებს უკეთესი
            შედეგებისთვის მიეღწიათ, უპირველეს ყოვლისა, კანონის უზე-
            ნაესობის, ეფექტიანი და დამოუკიდებელი სასამართლოს, ასევე
            კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის სფეროებში.
                2020 წლამდე, გაფართოების ე.წ. კლასიკური მეთოდოლოგია
            ეფუძნებოდა კანდიდატი ქვეყნების მიერ, ევროკავშირის ე.წ.
            მეორადი კანონმდებლობის (EU Acquis Communautaire – EU
            Secondary legislation: Directives, Regulations, Decisions) სრულად
            ასახვას/შერწყმას ეროვნულ კანონმდებლობებში. ეს პროცესი
            წარიმართებოდა, მხარეთა მიერ, მოლაპარაკების 35 დარგობრივი
            თავის სათითაოდ განხილვის გზით, რათა კანდიდატი ქვეყნის
            თითოეული დარგი სრულ შესაბამისობაში მოვიდეს ევროკავშირის
            კანონმდებლობასთან  და სტანდარტებთან.  თუმცა, აღნიშნული
            ვერ უზრუნველყოფდა გაწევრიანების პროცესში მყოფი ქვეყ-
            ნების რეალურ პროგრესს, მათ შორის კანონის უზენაესობის,
            დამოუკიდებელი სასამართლოს, ასევე კორუფციის წინააღმდეგ
            ბრძოლის სფეროებში.
                ახალი მეთოდოლოგიის მიხედვით, ევროკომისიამ გაწევ-
            რინების თავები დააჯგუფა ე.წ. კლასტერებად. ევროკომისიის
            აზრით, ახალი მიდგომა გაწევრინების პროცესს გახდიდა უფრო
            ყოვლისსმომცველს, ასევე უბიძგებდა გაწევრიანების პროცესში
            მყოფ ქვეყნებს საჭირო რეფორმების დაჩქარებისაკენ, რაც
            მისცემდა მათ შესაძლებლობას, უფრო სწრაფად გაევლოთ
            გაწევრიანების ტრაექტორია, მათ მიერ მიღებული შედეგების
            შესაბამისად.

                ახალი მეთოდოლოგიით შემოღებული მთავარი სიახლე
            გახლდათ  ის  ფაქტი,  რომ  კანონის  უზენაესობისა  და  მასთან
            დაკავშირებული ზემოხსენებული სფეროების კლასტერზე შე-
            თანხმება განისაზღვრა გაწევრიანების მოლაპარაკებების გაგრ-
            ძელების ერთგვარ წინაპირობად: გადაწყდა, რომ თითოეულ
            კანდიდატ  ქვეყანასთან  გაწევრიანების  მოლაპარაკებები  დაიწ-
            ყება კანონის უზენაესობის კლასტერით და დასრულდება ამავე
            კლასტერში მიღწეული პროგრესის შეფასების საფუძველზე.
            აღნიშნულ კლასტერს „ფუნდამენტურ საკითხთა“ კლასტერი
   61   62   63   64   65   66   67   68   69   70   71