Page 65 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 65
64 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულება დასამტკიცებ-
ლად ევროპარლამენტში იგზავნება და ევროპარლამენტი მას
უბრალო უმრავლესობით ამტკიცებს (ეს პროცედურა აღწე-
რილია პუბლიკაციის მესამე თავში). ამ ხელშეკრულების ძა-
ლაში შესვლით, კანდიდატი ქვეყანა იღებს „ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესში მყოფის“ სტატუსს (EU acceding country).
VI. ევროკავშირში გაწევრიანების ხელშეკრულების რატი-
ფიკაციას ახდენენ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში
მყოფი ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ყველა სახელმწიფო,
რითაც ევროკავშირში ახალი წევრი ქვეყნის გაწევრიანების
პროცესი სრულდება.
ევროკავშირის გაფართოების ახალი მეთოდოლოგია
2022 წლამდე, სანამ ევროკავშირი კვლავ მიიღებდა ხელახლა
გაფართოების გადაწყვეტილებას, ევროკავშირის გაფართოების
პოლიტიკა ექსკლუზიურად იყო მორგებული დასავლეთ ბალ-
კანეთის ქვეყნებზე, რომელთა ევროკავშირში გაწევრიანების
გადაწყვეტილება წევრმა ქვეყნებმა ჯერ კიდევ 2003 წლის
თესალონიკის სამიტზე მიიღეს. გაფართოების პოლიტიკის
გადახედვა და გაფართოების ახალი მეთოდოლოგიის შექ-
მნა განაპირობა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიერ
ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში გასატარებელი
რეფორმების დაბალმა ეფექტიანობამ და შესაბამისად,
გაწევრიანების გზაზე მიღწეულმა არასაკმარისმა პროგრესმა.
შედეგად, ევროკავშირის გაფართოების ახალი მეთოდოლოგია
33
(the new methodology for EU enlargement ), რომელიც 2020 წელს
იქნა დამტკიცებული, გახდა ევროკავშირის უნივერსალური
ინსტრუმენტი და მისი გამოყენება ხდება როგორც ევროკავშირში
გაწევრიანების პროცესში ამჟამად მყოფი ქვეყნების მიმართ,
ისე იმ ქვეყნების მიმართ, რომლებიც მომავალში მოისურვებენ
ევროკავშირში გაწევრიანებას.
2020 წელს ევროკომისიის მიერ გაფართოების ახალი
მეთოდოლოგიის ამოქმედება მიზნად ისახავდა გაფართოებისთვის
33 https://ec.europa.eu/commission/presscorner/detail/el/qanda_20_182