Page 64 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 64
63
საქართველომ ევროკავშირში წევრობის განაცხადით მიმართეს
ევროპულ საბჭოს, რის შემდეგაც ევროკომისიამ წარმოადგინა
შესაბამისი რეკომენდაციები, რომელთა საფუძველზეც ევროპულმა
საბჭომ კონსენსუსით დაამტკიცა უკრაინის, მოლდოვასა და
საქართველოს კანდიდატის სტატუსები.
III. ქვეყანამ უნდა დაიწყოს ევროკავშირში გაწევრიანების
მოლაპარაკებები.
ევროპული საბჭო იღებს გადაწყვეტილებას, დაიწყოს კან-
დიდატ ქვეყანასთან ევროკავშირში გაწევრიანების მოლა-
პარაკებები. გადაწყვეტილება ევროკავშირის ყველა წევრი
ქვეყნის თანხმობით, ანუ, კონსენსუსით მტკიცდება.
კანდიდატ ქვეყანასთან აღნიშნულ მოლაპარაკებებს ევრო-
კომისია აწარმოებს. მოლაპარაკებების პროცესში, რომელიც
რამდენიმე წელს შეიძლება გაგრძელდეს, ევროკომისია აფასებს
ამ ქვეყნის მიერ თითოეულ სექტორში მიღწეულ პროგრესს
და რეგულარულად აწვდის შესაბამის ინფორმაციას როგორც
ევროკავშირის საბჭოს, ისე ევროპარლამენტს.
IV. ქვეყანამ უნდა დაასრულოს ევროკავშირში გაწევრიანების
მოლაპარაკებები.
ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები Acquis
Communautaire-ის 35 სხვადასხვა სექტორის, ანუ თავის (Chapters)
ირგვლივ მიმდინარეობს. ხსენებული თავები (კაპიტალისა
და საქონლის თავისუფალი გადაადგილება, ენერგეტიკა,
სოციალური პოლიტიკა და დასაქმება, საგარეო ურთიერთობი
და ა. შ.) სათითაოდ „იხსნება“ განსახილველად და მხოლოდ
ევროკავშირის ყველა ქვეყნის თანხმობით „იხურება“. ამჟამად
ასეთი მოლაპარაკებები მიმდინარეობს შემდეგ ქვყენბეთან:
სერბეთი (2014 წლიდან), მონტენეგრო (2012 წლიდან), ალბანეთი
(2020 წლიდან), ჩრდილოეთ მაკედონია (2020 წლიდან), უკრაინა
(2024 წლიდან) და მოლდოვა (2024 წლიდან).
V. ევროკავშირის წევრი ქვეყნები და კანდიდატი ქვეყანა
ხელს აწერენ გაწევრიანების ხელშეკრულებას (Treaty of acces-
sion).