Page 63 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 63

62  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               საწყისი, რომელიც მიუთითებს, რომ ქვეყანა ევროკავშირში
               გაწევრიანების გზაზე შედგა, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს,
               რომ  ამ  ქვეყნის  ევროკავშირში  გაწევრიანების  პროცესი
               ოფიციალურად დაიწყო.
                   II. ქვეყანას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის
               კანდიდატის სტატუსი.
                   იმისათვის, რომ ქვეყანამ მიიღოს ევროკავშირის წევრობის
               კანდიდატის  სტატუსი, აპლიკანტმა ქვეყანამ  ევროკავშირის
               წევრობაზე ოფიციალური განაცხადი უნდა გააკეთოს. ამ მიზნით,
               ხსენებულმა ქვეყანამ უნდა მიმართოს ევროპულ საბჭოს.
               საბჭო განაცხადის თაობაზე აცნობებს ევროპარლამენტს,
               ევროკომისიას, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ეროვნულ
               პარლამენტებს.
                   ევროპული საბჭოს დავალებით, ევროკომისია დეტალურად
               ამოწმებს აპლიკანტი ქვეყნის თითოეული სექტორის შესაბა-
               მისობას ევროკავშირის კანონმდებლობასთან (Acquis Communa-
                   32
               utaire ) და სტანდარტებთან. შესწავლის შედეგად, ევროკომისია
               ამზადებს ვრცელ დასკვნას, თუ რა რეფორმები უნდა გაატაროს
               ქვეყანამ  თითოეულ სექტორში ევროკავშირის  წევრობისთვის
               მოსამზადებლად, ასევე, წარმოადგენს თავის რეკომენდაციას
               აპლიკანტი ქვეყნისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის
               სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით.
                   ევროკომისიის  დადებითი  რეკომენდაციის  შემთხვევაში,
               ევროპული    საბჭო,  გადაწყვეტილების    ერთხმად   მიღების
               წესით, ანუ კონსენსუსით, განაცხადის შემტან ქვეყანას ანიჭებს
               ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს.
                   თუ მკითხველი 2022-2024 წლებს უკრაინის, მოლდოვასა  და
               საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების კონტექსტში გაიხ-
               სენებს, ზემოთ აღწერილი პროცედურის პრაქტიკული მაგალითების
               მოძებნა არ გაუჭირდება. მართლაც, უკრაინამ, მოლდოვამ და

               32    Acquis Communautaire მოიცავს ევროკავშირის შეთანხმემებს, საკანონმდებლო
                აქტებს, საერთაშორისო შეთანხმებებს, რომლებიც არეგულირებენ
                ევროკავშირის ფუნქციონირების სხვადასხვა სფეროს
                https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/policy/conditions-membership/
                chapters-of-the-acquis_en
   58   59   60   61   62   63   64   65   66   67   68