Page 62 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 62

61



            რომლებიც ამჟამად გამოიყენება ევროკავშირში გაწევრიანების
            პროცესში მყოფი ქვეყნების, კერძოდ, დასავლეთ ბალკანეთის
            სახელმწიფოების მიმართ. ამ მიდგომის საფუძველზე, ევრო-
            კავშირში გაწევრიანების პროცესი 5 ძირითად ეტაპად შეიძლება
            დავყოთ:
                I. ქვეყანას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის წევრობის პოტენ-
            ციური კანდიდატის სტატუსი (EU potential candidate).

                ევროკომისია თავის ოფიციალურ ვებგვერდზე ,  გან-
                                                             30 31
            მარტავს, რომ ევროკავშირის პოტენციური კანდიდატები არიან
            ქვეყნები, რომელთაც აქვთ ევროკავშირში გაწევრიანების ცალ-
            სახა პერსპექტივა, თუმცა ჯერ არ მინიჭებიათ ევროკავშირის
            კანდიდატის სტატუსი (Potential Candidates: countries/entities which
            have a clear prospect of joining the EU in the future but have not yet
            been granted candidate country status).
                ხსენებული სტატუსი, მიუხედავად იმისა, რომ იგი ევრო-
            კავშირის  შესახებ  ხელშეკრულებებში  არ  არის  განმარტებული,
            გამოყენებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების მიმართ.
            საგულისხმოა, რომ უკრაინისა და მოლდოვას შემთხვევაში,
            ასევე საქართველოს მიმართ, უპრეცედენტო გამონაკლისი
            იქნა დაშვებული - 2022 წელს ევროკავშირმა აღნიშნული
            სამი ქვეყანა მიიწვია ევროკავშირის წევრობაზე განაცხადის
            გასაკეთებლად იმ ფონზე, რომ არც-ერთ მათგანს ევროკავშირის
            წევრობის პერსპექტივა, ანუ პოტენციური კანდიდატობა არ
            ჰქონდა. აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად გამოწვეული იყო
            ევროკავშირის მყისიერი გადაწყვეტილებით, მკაფიოდ ეპასუხა
            უკრაინაში რუსეთის შეჭრისათვის.
                ამდენად, ევროკავშირის მეზობელი ევროპული ქვეყნე-
            ბისთვის  ევროკავშირში  გაწევრიანების  მკაფიო პერსპექტივა,
            რომელიც გამოხატული უნდა იყოს ამ ქვეყნებისთვის ევრო-
            კავშირის   წევრობის   პოტენციური    კანდიდატის   სტატუსის
            მინიჭებით, არის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის და-
            30   აპლიკანტი ქვეყნების სტატუსი
              https://ec.europa.eu/neighbourhood-enlargement/countries/check-current-status_en
            31   კანდიდატები და პოტენციური კანდიდატები
              https://ec.europa.eu/environment/enlarg/candidates.htm
   57   58   59   60   61   62   63   64   65   66   67