Page 61 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 61

60  /  შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად



               ქვეყანას შეუძლია გახდეს ევროკავშირის წევრი, თუ იგი პატივს
               სცემს ადამიანის ღირსებას, თავისუფლებას, დემოკრატიას,
               თანასწორობას, კანონის უზენაესობას, ადამინის უფლებებს, მათ
               შორის, უმცირესობათა უფლებებს.
                   ევროკავშირში გაწევრიანებისთვის შემუშავებულია სპე-
               ციალური კრიტერიუმები, რომლებიც ევროპული საბჭოს კოპენ-
                                                 28
               ჰაგენის სამიტზე 1993 წელს დამტკიცდა :
                   -   პოლიტიკური კრიტერიუმი: ქვეყანაში სტაბილური
                       სახელმწიფო ინსტიტუტების არსებობა, რომლებიც
                       უზრუნველყოფენ დემოკრატიას, კანონის უზენაესობას,
                       ადამიანის უფლებების დაცვას, ასევე, უმცირესობათა
                       უფლებების პატივისცემას და დაცვას;

                   -   ეკონომიკური კრიტერიუმი: ფუნქციონალური საბაზ-
                       რო   ეკონომიკის   არსებობა,   რომელიც    ქვეყანას
                       აძლევს შესაძლებლობას, იყოს კონკურენტუნარიანი
                       ევროკავშირის ბაზარზე;
                   -   ინსტიტუციური კრიტერიუმი: ევროკავშირის წევრობის
                       ვალდებულებების     ეფექტიანად    განხორციელების
                       უნარი, მათ შორის, ევროკავშირის პოლიტიკური,
                       ეკონომიკური და ფინანსური მიზნების მისაღწევად.
                   1995 წელს ევროპული საბჭოს მადრიდის სამიტმა დაამტკიცა
               ევროკავშირის წევრობის დამატებითი კრიტერიუმი, რომლის
               მიხედვითაც, ევროკავშირის კანდიდატ ქვეყანას უნდა შეეძლოს
               ევროკავშირის კანონმდებლობის აღსრულება და იმის უზრუნ-
               ველყოფა, რომ ეროვნულ კანონმდებლობაში ასახული ევრო-
               კავშირის კანონმდებლობა პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულდეს
                                                                  29
               ადმინისტრაციული და სასამართლო სტრუქტურების მიერ .
                   ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორიის საფეხურე-
               ბის აღსაწერად, დაგვჭირდება ევროკავშირის მოქმედი კანონ-
               მდებლობისა  და პრაქტიკული ღონისძიებების  გამოკვეთა,

               28   ევროკავშირის წევრობის კოპენჰაგენის კრიტერიუმები
                https://eur-lex.europa.eu/summary/glossary/accession_criteria_copenhague.html
               29   ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულება - ევროკავშირში გაწევრიანება
                https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=LEGISSUM%3Al14536;
   56   57   58   59   60   61   62   63   64   65   66