Page 60 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 60

59



            გაწევრიანების მიზანს მიუახლოვდეს. უკრაინაში, ვიქტორ
            იანუკოვიჩის მთავრობის მიერ ევროინტეგრაციის კურსიდან
            გადახვევის მცდელობამ მძაფრი სამოქალაქო დაპირისპირება
            და 2014 წლის რევოლუციური პროცესები გამოიწვია. დასავლეთ
            ბალკანეთის რეგიონში, სერბეთი (მიუხედავად, 1999 წელს, ნატო-ს
            ქვეყნებთან ყოფილი იუგოსლავიის ფედერაციული რესპუბლიკის
            78-დღიანი სამხედრო დაპირისპირებისა), ასევე, ალბანეთი,
            მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა
            ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები არიან, ხოლო კოსოვო,
            მიმდინარე ეტაპზე, ევროკავშირის წევრობის პოტენციური
            კანდიდატის სტატუსით სარგებლობს. 2022 წლიდან უკრაინა და
            მოლდოვა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნები გახდნენ, ხოლო
            საქართველოს პოტენციური კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. 2024
            წლის ივნისში ევროკავშირმა გაწვერიანების მოლაპარაკებები
            დაიწყო უკრაინასა და მოლდოვასთან, ხოლო საქართველო 2023
            წელს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი გახდა. ევროკავშირის
            ევროპული სამეზობლოს ქვეყნებისთვის ევროკავშირი რჩება
            პრიორიტეტულ  ეკონომიკურ  და პოლიტიკურ  გაერთიანებად,
            რომლის წევრობასაც ამ ქვეყნების თვისბრივი ტრანსფორმაცია
            და კეთილდღეობის მოტანა რეალურად შეუძლია.
                წინამდებარე თავში ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი
            აღწერილი იქნება სტრუქტურიზებული და სქემატური სახით.
            ასევე, წარმოდგენილ სქემაში გამოიკვეთება ევროკავშირის
            ინსტიტუტების როლი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში,
            ხოლო საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების ტრაექტორია
            აღიწერება ევროკავშირის მოქმედი კანონმდებლობისა და
            არსებული პრაქტიკის შესაბამისად.

            ევროკავშირში გაწევრიანების სამართლებრივი
            საფუძვლები, „კოპენჰაგენისა“ და „მადრიდის“
            კრიტერიუმები და გაწევრიანების ეტაპები


            ევროკავშირში    გაწევრიანების   ძირითად     სამართლებრივ
            საფუძველს ქმნის ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (Treaty
            on EU) 49-ე მუხლი, რომლის მიხედვით, ნებისმიერ ევროპულ
   55   56   57   58   59   60   61   62   63   64   65