Page 59 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 59
58 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
ევროკავშირის გაფართოება და
ევროკავშირის გაფართოება და
გაწევრიანების ტრაექტორია
გაწევრიანების ტრაექტორია
ევროკავშირის სამეზობლოს ზოგიერთი სახელმწიფოსთვის,
მათ შორის, საქართველოსთვის, ევროკავშირში გაწევრიანება
უმთავრეს სახელმწიფოებრივ პრიორიტეტს წარმოადგენს,
ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მე-11 თავის 78-ე მუხლში
მკაფიოდ არის ჩამოყალიბებული საქართველოს ევროკავშირში
გაწევრიანების მიზანი, აღნიშნავს რა, რომ კონსტიტუციურმა
ორგანოებმა უნდა მიიღონ ყველა ზომა ვეროკავშირსა და ნატოში
საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად .
26
მინიშნება: ევროკავშირი ესაზღვრება გეოგრაფიულად
არაევროპულ ქვეყნებსაც, კერძოდ, სამხრეთ ხმელთა-
შუაზღვის სახელმწიფოებს - მაროკო, ალჟირი, ლიბია,
ეგვიპტე და სხვა. ევროკავშირს მიაჩნია, რომ ამ ჩრდილო-
აფრიკული სახელმწიფოების მეზობელიცაა (მათთან აქვს
საზღვაო საზღვარი ხმელთაშუა ზღვის მეშვეობით), თუმცა
ამ ქვეყნებს, უპირველეს ყოვლისა, მათი გეოგრაფიული
მდებარეობის გამო, ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა
არ გააჩნიათ - 1987 წელს მაროკომ გააკეთა ევროკავშირის
წევრობაზე განაცხადი, თუმცა განაცხადი არ დაკმაყოფილდა
იმ მიზეზით, რომ, ევროკავშირის აზრით, მაროკო არ
გახლავთ ევროპული ქვეყანა, რასაც ევროკავშირის შესახებ
27
ხელშეკრულება (Treaty on EU) ითხოვს .
ევროკავშირის სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს ზოგიე-
რთი ქვეყანა ძალისხმევას არ იშურებს, რათა ევროკავშირში
საქართველოს კონსტიტუცია; თავი მეთერთმეტე; გარდამავალი დებულებები;
26
მუხლი 78: ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაცია:
“კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში
მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური
ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის
უზრუნველსაყოფად“.
27 ხელშეკრულება ევროკავშირის შესახებ, მუხლი 49
https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/?uri=CELEX%3A12016M049