Page 12 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 12

11



            შესახებ  ოფიციალური ტერმინოლოგიის გამოყენებას, ასევე
            მომავალში ევროკავშირის ინგლისურენოვანი დოკუმენტების
            აღქმას. ინგლისურენოვანი ტექსტებით სარგებლობა შეეძლებათ
            ასევე EPLO-ს წევრი სახელმწიფოების, მათ შორის, უპირველეს
            ყოვლისა, აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივაში მონაწილე
            ქვეყნების დაინტერესებულ მკითხველებს (უკრაინა, მოლდოვა,
            აზერბაიჯანი და სომხეთი EPLO-ს წევრ ქვეყნებს წარმოადგენენ).
                წინამდებარე პუბლიკაციაში მოცემული განმარტებები
            დაეხმარება ჩვენს მკითხველს, უფრო ეფექტიანად ისარგებლოს
            EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის მიერ მომავალში
            შემუშავებული საგანმანათლებლო-კვლევითი პროდუქტებით,
            რომლებიც წარმომადგენლობის მიერ შექმნილი, ევროკავშირის,
            მისი კანონმდებლობის, ევროპული მმართველობის და სხვა
            მნიშვნელოვანი  საკითხების  შემსწავლელი,  მუდმივმოქმედი,
            საერთაშორისო, ფუნდამენტური და მიმდინარე კვლევების
            ფორმატის ფარგლებში მომზადდება.
   7   8   9   10   11   12   13   14   15   16   17