Page 11 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 11
10 / შვიდი ნაბიჯი ევროკავშირის გასააზრებლად
განმეორებითი გამოცემა კვლავ იძლევა ევროკავშირის
შესახებ იმ აუცილებელ ცოდნას, რომელიც საჭიროა
ევროკავშირის, როგორც უნიკალური საერთაშორისო სუბიექტის,
მისი ინსტიტუციონალური და სამართლებრივი მოწყობის,
გადაწყვეტილების მიღების მექანიზმის, ასევე, ევროკავშირში
გაწევრიანების ტრაექტორიის გასააზრებლად. თუმცა, ამჯე-
რად, იმის გათვალისწინებით, რომ უკრაინა, მოლდოვა და
საქართველო უკვე ევროკავშირის გაფართოების პროცესის
მონაწილეები არიან, განახლებული სახით აღწერს ევროკავშირის
გაფართოების პოლიტიკის მიმდინარეობას, მის ამოცანებსა და
გამოწვევებს.
აღნიშნულის გარდა, პუბლიკაცია აღწერს ევროკავშირსა და
მის წევრ ქვეყნებს შორის საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ
კომპეტენციათა გამიჯვნას კანონშემოქმედებით სფეროში და
პრაქტიკულ ჭრილში განმარტავს ევროკავშირის ინსტიტუტების
როლს ამ პროცესში.
პუბლიკაციის მომზადებისას ავტორებს არ მიუმართავთ
ევროკავშირის შესახებ სახელმძღვანელოს მომზადების
ტრადიციული მეთოდისთვის, რომელიც, ძირითადად ამ კავშირის
ისტორიულ-ადმინისტრაციული დეტალების აღწერას ეფუძნება.
ნაშრომი ევროკავშირს განიხილავს ავტორების პირადი,
პროფესიული და კვლევითი გამოცდილების პრიზმაში და მიზნად
ისახავს მკითხველისთვის ევროკავშირის შესახებ იმ სახის
საბაზისო ცოდნის მიწოდებას, რომელიც მკითხველს უბიძგებს
მიღებული ცოდნის შემდგომი გაღრმავებისკენ და ამ პროცესში
გაუმარტივებს მას ევროკავშირის მრავალკომპონენტიანი
ადმინისტრაციული და სამართლებრივი საკითხების გააზრებას.
პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები და გამოტანილი
დასკვნები მკაცრად ეყრდნობა ევროკავშირის კანონმდებლობასა
და მოქმედ პრაქტიკას, მათ შორის, ევროკავშირის დამფუძნებელ
დოკუმენტებსა და ქვემდებარე საკანონმდებლო აქტებს.
პუბლიკაცია ორეონოვანია. იგი ქართული და ინგლისური
ტექსტებისგან შედგება. ნაშრომის ინგლისურენოვანი ნაწილი
დაინტერესებულ მკითხველს გაუმარტივებს ევროკავშირის