Page 10 - SEVEN STEPS for COMPREHENDING the EUROPEAN UNION
P. 10

9








             წინასიტყვაობა
             წინასიტყვაობა

            ევროპის    საჯარო    სამართლის    ორგანიზაცია    (European
            Public Law Organization-EPLO)   არის 2007 წელს დაარსებული
            საერთაშორისო     ორგანიზაცია,   რომლის    მთავარ    მისიას
            წარმოადგენს,  ევროკავშირში  და  მის  ფარგლებს  გარეთ,
            ევროპული  ფასეულობების  განმტკიცება,  ევროპის საჯარო
            სამართლის (საზოგადოებასა და სახელმწიფო ინსტიტუტებს,
            ასევე სახელმწიფო  ინსტიტუტებს შორის  ურთიერთობები)
            პრინციპებისა და საჯარო მმართველობის საუკეთესო ევროპული
            პრაქტიკის დანერგვა.
                საქართველო EPLO-ში 2010 წელს გაწევრიანდა. თბილისში
            EPLO-ს რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების სამუშაოები
            2021 წლის 1 აგვისტოს წარმომადგენლობის ოფიციალური
            ინაუგურაციით დასრულდა. საქართველოს მთავრობამ და
            ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციამ ქ. თბილისში EPLO-ს
            რეგიონული წარმომადგენლობის დაარსების გადაწყვეტილება
            მიიღეს ევროპულ ქვეყანათა თანამეგობრობაში საქართველოს
            გაწევრიანების ხელშემწყობი, ინსტიტუციონალიზებული საგან-
            მანათლებლო-კვლევითი კომპონენტის შექმნის მიზნით. წარ-
            მომადგენლობა, საქართველოს გარდა, ფარავს სომხეთსა და
            აზერბაიჯანს.

                წინამდებარე პუბლიკაცია სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს
            რეგიონული     წარმომადგენლობის      პირველი    სამეცნიერო
            პროდუქტის განმეორებითი გამოცემაა. პირველი გამოცემა
            2021 წელს იქნა გამოქვეყნებული, თუმცა, 2022 წელს რუსეთის
            ფედერაციის მიერ უკრაინისთვის თავსმოხვეულმა სასტიკმა
            ომმა ფუნდამენტურად შეცვალა ევროკავშირის პოლიტიკა მისი
            სამხრეთ-აღმოსავლეთ სამეზობლოს მიმართ, შესაბამისად,
            პუბლიკაციის ზოგიერთი ნაწილის საფუძვლიანი განახლება
            გახდა საჭირო.
   5   6   7   8   9   10   11   12   13   14   15