Page 9 - The European Union and the War on Ukraine
P. 9
უმაღლესმა წარმომადგენელმა, რომელიც ამავდროულად
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტია, შეითავსა ცენტრალური
ინსტიტუციური როლი და ხელმძღვანელობს ევროპის საგარეო
ქმედებათა სამსახურს (EEAS), თავმჯდომარეობს ევროკავშირის
საგარეო საქმეთა საბჭოს (მათ შორის თავდაცვის მინისტრების
კონფიგურაციით) და ხელმძღვანელობს ევროპის თავდაცვის
7
სააგენტოს (EDA).
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) 42-46
მუხლები აღწერს CSDP-ის ინსტიტუციურ და ადმინისტრაციულ
მოდალობებს. ხსენებული ხელშეკრულების მიხედვით,
უსაფრთხოებისა და თავდაცვის ერთიანი პოლიტიკა (CSDP)
ევროკავშირის საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის
(CFSP) განუყოფელი ნაწილია. CSDP-ი ქმნის ევროკავშირის
ოპერატიულ შესაძლებლობებს თავდაცვის სამოქალაქო და
სამხედრო კომპონენტებზე დაყრდნობით. ევროკავშირს შეუძლია
გამოიყენოს ასეთი შესაძლებლობები საკუთარ ფარგლებს მიღმა,
სხვადასხვა რეგიონში მშვიდობის შენარჩუნების, კონფლიქტების
პრევენციისა და საერთაშორისო უსაფრთხოების გასაძლიერებ-
ლად, გაერო-ს წესდების შესაბამისად. CSDP-თან დაკავშირებულ
გადაწყვეტილებებს ევროკავშირის საბჭო ერთხმად (კონსენ-
სუსით) ამტკიცებს.
ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულების (TEU) 42-46
მუხლების მიხედვით, CSDP-მ თანდათან უნდა მოაზადოს
„ევროკავშირის თავდაცვის ერთიანი პოლიტიკის“ საფუძვლები.
ამ გზით, უნდა ჩამოყალიბდეს ევროკავშირის ერთიანი
თავდაცვის სისტემა, რაც ევროპულმა საბჭომ ასევე კონსენსუსით
უნდა დაამტკიცოს.
7 https://eda.europa.eu/
8