Page 13 - The European Union and the War on Ukraine
P. 13
პარტნიორად. აღნიშნული, თავის მხრივ, შეიძლება დაეხმაროს
ევროკავშირის წევრებს ერთიანი პოზიციის ფორმირებაში სხვა,
ისეთ „ღია“ საერთაშორისო თემებზე, როგორიცაა ტრანს-
ატლანტიკური თანამშრომლობა, ევროკავშირის შემდგომი
გაფართოება, სხვადასხვა რეგიონალური პოლიტიკა, მათ შორის
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის ინიციატივა და სხვა.
- ომმა აიძულა ევროკავშირის წევრები, რომ მოეძებნათ
შეთანხმებული გადაწყვეტილებები ისეთ პრობლემურ თემებთან
დაკავშირებით, როგორიცაა, მაგალითად, მიგრაცია და ლტოლვი-
ლები. აღნიშნული გადაწყვეტილებები დაეხმარება ევროკავშირს,
რომ ჩამოაყალიბოს ერთიანი გრძელვადიანი მიდგომა ამ და სხვა
მგრძობიარე საკითხების მიმართ.
- უკრაინის ომმა ბიძგი მისცა ევროკავშირის ახალი პოლი-
ტიკების ინიცირებას სხვადასხვა, მათ შორის, უპირველეს ყოვ-
ლისა ენერგეტიკის სფეროში - ევროკავშირმა დაიწყო განახლებუ-
ლი ენერგეტიკული პოლიტიკის შემუშავება რუსეთზე ენერგო-
დამოკიდებულების შესამცირებლად, ასევე ალტერ-ნატიული
ენერგომომარაგების ქსელებისა და ენერგიის ავტონომიური წარ-
მოების განსავითარებლად, განახლებადი ენერგიის გამომუშავე-
ბის ჩათვლით. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს ასევე დაჭირდებათ
უფრო მჭიდრო კოორდინაცია სხვადასხვა ეკონომიკურ და
ფინანსურ საკითხებზე, რათა შეამცირონ მიმდინარე სამხედრო
დაპირისპირების ნეგატიური გავლენა და რუსეთის ენერგე-
ტიკული და სხვა სახის შანტაჟის შესაძლო შედეგები.
- ევროკავშირმა შესაძლოა გადახედოს მიდგომებსა და
პოლიტიკას აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს მიმართ,
რომელიც მოიცავს ბალკანეთის ქვეყნებსა და „ასოცირებულ
ტრიოს“ - უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას. ამ მიზნით,
12