Page 6 - The European Union and the War on Ukraine
P. 6
თავდაცვის ბიუჯეტის 100 მილიარდ ევრომდე გაზრდას;
უნგრეთმა, რუსეთის უახლოესმა მოკავშირემ ევროკავშირში,
მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ
უპრეცედენტო მასშტაბის სანქციებს; დანია 2022 წლის 1 ივნისს
გამართავს რეფერენდუმს ევროკავშირის თავდაცვის პოლიტიკაში
მონაწილეობის შესახებ, ე.წ. “Permanent Structured Cooperation”-ში
(PESCO) ჩართვის გზით; ნეიტრალური შვეიცარიაც კი შეუერთდა
ევროკავშირს, რათა დარტყმა მიაყენოს რუსეთის ფინანსურ
სექტორის მდგომარეობა, რომელიც აფინანსებს უკრაინის
წინააღმდეგ ომს; შეიძლება სხვა მრავალი ფაქტის მოყვანაც.
2022 წლის 10-11 მარტს ვერსალის შეხვედრაზე,
ევროკავშირის წევრი ქვეყნები პირველად შეთანხმდნენ რუსეთზე
ენერგ-დამოკიდებულების შემცირებაზე და რომ უკვე 2022 წლის
ბოლომდე, ეს დამოკიდებულება ორი მესამედით უნდა
შემცირდეს. ამასთან დაკავშირებით, ევროკავშირის კომისიას
დაევალა, ა.წ. მაისის შუა რიცხვებამდე, წარმოადგინოს გეგმა, თუ
როგორ უნდა დავიდეს მინიმუმამდე ევროკავშირში რუსულ
გაზის, ნავთობისა და ნახშირის იმპორტი 2027 წლისთვის.
უკრაინაში გაჩაღებულმა ომმა უბიძგა ევროკავშირს, რომ
დაეწყო თავდაცვითი შესაძლებლობების ინსტიტუციური და
სამართლებრივი ჩარჩოების განმტკიცება. ე.წ. „სტრატეგიული
კომპასი“, როგორც უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში
ევროკავშირის სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის საბჭოს 2022 წლის
21 მარტის სხდომაზე დამტკიცდა. „სტრატეგიული კომპასის“
მიზანია, ევროკავშირი გახდეს უფრო ქმედითუნარიანი „ევროპის
მოქალაქეების დასაცავად და საერთაშორისო მშვიდობის
უზრუნველყოფაში წვლილის შესატანად“. დოკუმენტი ხაზს
უსვამს ევროკავშირის უსაფრთხოებისა და თავდაცვის
5